„ყველა მართლმადიდებელი
ადამიანისთვის ოჯახი არის
ყველაზე დიდი ბედნიერება,
სიწმინდე და მინდა თითოეულ
ქართველს ოჯახში ვუსურვო
სიმშვიდე, სიყვარული,
ბედნიერება“, - ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა ლაშა
ტალახაძემ ოჯახის
სიწმინდის დღესთან
დაკავშირებით მიმდინარე
მსვლელობაზე განაცხადა.
საქართველოს ძალოსნობის
ეროვნული ფედერაციის
პრეზიდენტმა ლაშა
ტალახაძემ მეუღლის და
უმცროსი შვილის დაბადების
დღე აღნიშნა. კადრებს
სოციალურ ქსელში
აქვეყნებს, სადაც ჩანს
უმშვენიერესი გარემო,
რომელსაც მათი მეგობრები
ესწრებოდა.
სამგზის ოლიმპიური და
მრავალგზის მსოფლიოსა და
ევროპის
ჩემპიონ-რეკორდსმენი ლაშა
ტალახაძე სპორტული
ღირსების ოქროს ორდენით
დაჯილდოვდა. ინფორმაციას
საქართველოს ძალოსნობის
ეროვნული ფედერაცია
ავრცელებს.
საქართველოს ძალოსნობის
ფედერაციაში რიგგარეშე
საარჩევნო ყრილობა
ჩაინიშნა. ძალოსნობის
ეროვნული ფედერაციის
ინფორმაციით, პრეზიდენტის
პოსტზე კენჭს ერთადერთი
კანდიდატი, სამგზის
ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა
ტალახაძე იყრის. საარჩევნო
ყრილობა 3 აპრილს
გაიმართება.
„როგორ ატარო ტვირთი,
რომელიც შენს წონას ბევრად
აჭარბებს“, - ასეთი
სათაურით აქვეყნებს
სტატიას BBC და
მაგალითისთვის სხვადასხვა
ქვეყნისა და ადამიანების
გამოცდილება მოჰყავს,
რომელშიც ქართველი
ძალოსანი, სამგზის
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა
ტალახაძეც მოხვდა.
ოლიმპიური ჩემპიონი და
პარლამენტის წევრი, ლაშა
ტალახაძე გადაცემაში
„გული მღერის“
ქალიშვილებთან ერთად
გამოჩნდა და „ვერის უბნის
მელოდიებიდან“ პოპულარული
სიმღერა შეასრულა.
„ჩვენ ვუფრთხილდებით
ჩვენს მოქალაქეებს, იყო
რაღაც რისკები და ჩვენ
გავუფრთხილდით თითოეულ
მათგანს“, - განაცხადა
„ქრონიკასთან“
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა, ლაშა
ტალახაძემ პარლამენტთან
ნაძვის ხის საზეიმოდ
ანთების ღონისძიება
გადადებასთან
დაკავშირებით. მან
ღონისძიებისთვის შეკრებილ
ადამიანებს მადლობა
გადაუხადა.