„ჩვენი მოსახლეობის
აბსოლუტურმა უმრავლესობამ
იცის, როგორი კრიმინალი
არის მიხეილ სააკაშვილი“, -
ამის შესახებ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა
განაცხადა.
საქართველოს პარლამენტში
„2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების, 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო“ კომისიის
სხდომა მიმდინარეობს,
სადაც ყოფილი დეპუტატი
ვალერი გელაშვილი თავისი
უფლების შელახვის
ფაქტებთან დაკავშირებით
საუბრობს.
„ყველას გვაქვს კითხვა,
არის თუ არა მიხეილ
სააკაშვილის ადგილი
საავადმყოფოში, პასუხიც
ვიცით, მაგრამ იმედი
გვაქვს, ესეც მალე
გამოსწორდება“, - ამის
შესახებ „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საგამოძიებო კომისიის“
თავმჯდომარე თეა
წულუკიანმა კომისიის
სხდომაზე განაცხადა, სადაც
უფლებების შელახვის
ფაქტებთან დაკავშირებით
ყოფილ დეპუტატ, ვალერი
გელაშვილს უსმენენ.
„იმ სახლის გამო, რომელიც
რეზიდენციის
მფლობელობაშია ახლა,
მოგვივიდა დაპირისპირება,
იყო პირადი შეურაცხყოფები
მისი მხრიდან“, – ამის
შესახებ ყოფილმა
დეპუტატმა, ვალერი
გელაშვილმა „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საგამოძიებო კომისიის“
სხდომაზე განაცხადა.
სამწუხაროდ, „ევროპის
სახალხო პარტია“ მიხეილ
სააკაშვილს და
„ნაციონალურ მოძრაობას“
გულშემატკივრობს, ალბათ,
მათ კონფერენციაზე
სააკაშვილისთვის
თავისუფალი სკამიც
გახსოვთ. ისინი თვლიან, რომ
თურმე სააკაშვილი
პოლიტპატიმარია და
დაუყოვნებლივ უნდა
გავათავისუფლოთ, – ამის
შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა განაცხადა.
„აფრასიძეების საქმესთან
დაკავშირებით გიორგი
ბარამიძისა და მიხეილ
სააკაშვილის
პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებისთვის
საკმარისი ინფორმაცია
არსებობს“, – ამის შესახებ
პარლამენტის საგამოძიებო
კომიტეტის თავმჯდომარე,
ვიცე-სპიკერმა, თეა
წულუკიანმა გადაცემაში
„აქტუალური თემა მაკა
ცინცაძესთან ერთად“
სტუმრობისას განაცხადა.
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარემ უპასუხა
კითხვას, აფრასიძეების
საქმეზე კომისიის დასკვნა
შესაძლებელია თუ არა
გახდეს კონკრეტული
სუბიექტების და
კონკრეტული პირების
პასუხისმგებლობის
საფუძველი და აღნიშნა, რომ
ამის დიდი იმედი აქვს.
ევგენი აფრასიძისა და მისი
ოჯახის წევრების
სიცოცხლის უფლების
შელახვის ფაქტებზე
ისაუბრა პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა,
საგამოძიებო კომისიის
მდივანმა სოზარ სუბარმა
კომისიის სხდომაზე და ხაზი
გაუსვა იმ დანაშაულებრივ
ბრძანებებს, რომლებიც
ქვეყნის მაშინდელი
ხელისუფლების პირველმა
პირებმა, მათ შორის, მიხეილ
სააკაშვილმა გასცეს.
2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
„ნაციონალური მოძრაობის“
დროს დაზარალებულმა, ლისის
ტბის ყოფილმა მფლობელმა
რამაზ ახვლედიანმა
ისაუბრა.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანი ჩეხეთის
საელჩომ განცხადებას
გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ ასეთი ტიპის
განცხადებები არ არის
ახალი და ან კიდევ აცდენილი
არიან რეალობას.
თბილისის საქალაქო
სასამართლომ დიდი
ოდენობით საბიუჯეტო
სახსრების გაფლანგვის
საქმეზე მიხეილ
სააკაშვილი დამნაშავედ
ცნო. აღნიშნული
დანაშაულისთვის მას
სასჯელის ზომად 9 წლით
თავისუფლების აღკვეთა
განესაზღვრა. სასამართლომ
ასევე დამნაშავედ ცნო
ამავე საქმეზე ბრალდებული
სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის
ყოფილი უფროსი თემურ
ჯანაშია, თუმცა, როგორც
მოსამართლემ განმარტა,
ჯანაშიას ბრალი
გადაუკვალიფიცირდა და 300
ათასი ლარით ჯარიმა
განესაზღვრა.