Digest Logo

„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა

1633766392
ბათუმი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პრემიერმა გადაწყვიტა, რომ 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადოს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

🔵„ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ“

🔵„არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე

🔵„გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი" - როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა

🔵„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური

🔵„ორი დღე მაინც შეიკავეთ თავი, სანამ არ დასრულდება ცოცხლად ჩამარხული ბოლო ადამიანის მოძიება" - ვის მიმართავს თამარ ივერი

🔵36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

🔵ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს