სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება 15 წლის გოგონა, რომელზეც მეგობრის ძმამ სექსუალურად იძალადა. მაშინ ის, როგორც თავად წერს, პატარა იყო და ამ ყველაფრის გააზრება უჭირდა.
„ჩემს ისტორიას გაგაცნობთ, რადგან არ მინდა, ჩემივე შეცდომა გაიმეორონ სხვა ბავშვებმა.
ახლა 25 წლის ვარ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი - 15 წლის. არ მყავდა გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც დავუჯდებოდი და გავესაუბრებოდი ყველაფერზე, რაც ჩემ თავს ხდებოდა.
ძალიან ძლიერი და მაგარი გოგოები ხართ, ვინც თამამად და ნათლად ყვებით თქვენს ამბებს.
6-7 წლის ვიყავი ან უფრო პატარა - კარგად არც მახსოვს. კორპუსში, ჩემი ბინის წინ, ცხოვრობდა ის ბიჭი. ოჯახებით ახლოს ვიყავით და კარგი ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის, ჩემზე 4-5 წლით უფროსი იყო, დაც ჰყავდა ჩემხელა და ხშირად გავდიოდი სათამაშოდ, ხან თვითონ გამოდიოდნენ.
მოკლედ, დედაჩემი და ოჯახის წევრები მშვიდად იყვნენ ყოველთვის.
ერთხელ დამიძახეს, გამოდი, ვითამაშოთო. მარტო იყვნენ. როგორც ხდება ხოლმე, ვთამაშობდით დამალობანას და ერთ ოთახში შევედით. ამ ბიჭის პატარა და გვეძებდა. ძალიან კარგად მახსოვს დიდი კარადა, რომლის უკანაც შევძვერი, რომ დავმალულიყავი და ისიც შემომყვა. ვიწრო ადგილი იყო და ვიმალებოდით. რამდენჯერმე ვიგრძენი, რომ სასქესო ორგანოზე შემეხო. ვერ მივხვდი, რა იყო, ურეაქციოდ დავტოვე, რადგან ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა. დღეები გადიოდა და ძალიან ხშირად ხდებოდა მსგავსი შემთხვევა, მე კი ისევ ვაგრძელებდი იგნორირებას.
რამდენჯერმე ტუჩებში მაკოცა და თავი გავწიე, თუმცა არც ამაზე მითქვამს არაფერი, რადგან თავს ვაჯერებდი, რომ შემთხვევით მოხდა და ისეთი არაფერი არ ყოფილა, თუმცა ნებისმიერი ქმედება, რაც ხდება თქვენგან ნებართვის გარეშე და არასასიამოვნოდ, არის ძალადობა!
ბოლო დღეს, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარზე ზარმა გადამარჩინა, მახსოვს, კაბა მეცვა, რაღაც ზაფხულის ფარფატა, საწოლთან ვიდექი და ტელეფონზე ვთამაშობდი. იდაყვებით ვეყრდნობოდი საწოლს. ეს ბიჭი მოვიდა უკნიდან და მითხრა, ახლა მაგარ რამეს გასწავლი, ოღონდ არავის არ უთხრა, მარტო ჩვენ გვეცოდინებაო. ყურადღება არ მიმიქცევია, ტელეფონით ვერთობიოდი. შარვალი ჩაიწია და უკანალზე რამდენჯერმე მომედო თავის სასქესო ორგანოთი… დღემდე ვერ ვხვდები, რატო არ გავაპროტესტე, რატომ არ დავარტყი, რატომ არ ვიყვირე… ზედმეტად ვენდობოდი და ვერ ვიაზრებდი, ეს რა იყო, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა… ჩვეულებრივ ცდილობდა სექსუალური აქტის დამყარებას, რამდენიმე წუთიც და ალბათ ჩემი ცხოვრება მთლიანად დაინგრეოდა, როცა კარზე დააკაკუნეს.
ამ დღის მერე იშვიათად ვიყავი მასთან ერთად, ბოლოს სხვა სახლში გადავიდნენ, ახლა ოჯახი ჰყავს და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერია… დედაჩემი დღემდე გიჟდება მის დანახვაზე და ძალიან უყვარს. მე როცა მიწევს, რომ ვნახო, ვერ გეტყვით, რა გრძნობაა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ მას ჰგონია, არ მახსოვს და ყველაფერი დამავიწყდა“,- ვკითხულობთ გავრცელებულ სტატუსში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵სასტიკი მკვლელობა თბილისში - მეეზოვემ 2 ადამიანი სადისტურად მოკლა, 1 დაჭრა, ცოლს კი სასტიკად სცემა