Digest Logo

„800 ლარს გადავუხდი ძიძას, რომლის მოვალეობები იქნება…უნდა შეეძლოს დარჩენაც...” – პოსტი, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

1640414824
ძიძა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე, სადაც ვაკანსიები თავსდება ახალგაზრდა ქალმა პოსტი გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაში ეწერა, 10 წლის შვილისთვის ეძებდა ძიძას, ვისაც უამრავი საქმე უნდა გაეკეთებინა.

აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოების ნაწილი განარისხა.

ვეძებ ძიძას 10 წლის ბიჭისთვის, რომელსაც შეეძლება პირველ რიგში, ბავშვის მეცადინეობა. ასევე კარგად ექნება გათვითცნობიერებული რომ ძიძა და „ყარაული“ სხვადასხვა რამეა.

მოვალეობებში შედის: დილას სკოლაში წაყვანა, იქ დალოდება, უკან მოყვანა, სასკოლო გაკვეთილების მომზადება და ამას გარდა დარჩენილ დროში მის განვითარებაზე სხვადასხვა მეთოდით ზრუნვა (ბავშვთან კომუნიკაცია და ზოგადი ცოდნის ეტაპობრივად ამაღლება).

ამას გარდა, უმთავრესია, ადამიანი იყოს ესთეტიკური, ჰქონდეს ელემენტარული ეტიკეტისთვის დამახასიათებელი ჩვევები, მაგალითად, წიგნს არ ფურცლავდეს დანერწყვილი ხელით, დილას და ასევე ყოველ საპირფარეშოში შესვლის შემდეგ იბანდეს ხელებს საპნით!

გაცდენა მხოლოდ სერიოზული და საპატიო მიზეზებით! ადრე წასვლაც! არანაირი ვალდებულება იმის გარდა, რაც ბავშვის სწავლას ეხება და საკუთარი ესთეტიკის გარდა! ხანგრძლივი დროით მჭირდება დამხმარე, თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ სასწრაფოდ მჭირდება, ასე რომ, თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული ხანგრძლივი და სტაბილური სამსახურით და გაცნობიერებული გაქვთ, რამხელა პასუხისმგებლობაა ბავშვის ძიძობა, ნუ დაელოდებით, როდის გავა ახალი წლები, ყველაზე საჭირო პერიოდია ახლა ჩემთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის.

დასვენების დღე კვირა. სამუშაო საათები (სკოლის პერიოდში) 8-დან საღამოს 6-მდე, ონლაინ გაკვეთილების ან არდადეგების დროს 10-დან 7-მდე...

უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში დარჩენაც, რა თქმა უნდა, ეგ ხელფასში არ შედის და ცალკე ანაზღაურდება.

მისამართი: გლდანი. ხელფასი 800 ლარი”, – ვკითხულობთ პოსტში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„სწორედ ამ წელს სამუდამოდ დასრულდება“ - ცაგარელი პანდემიის დასრულების ზუსტ თარიღს ასახელებს

🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს