
რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
უკრაინაში ჩარჩა ქორეოგრაფიული ანსამბლი „სუხიშვილები“. აღნიშნულ ფაქტს ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
„ნინო სუხიშვილმა ახლა მომწერა კიევიდან:
აქაურები ცდილობენ პოლონეთში ჩვენს გაყვანას და რომელი ქალაქიდან გაფრენას შევძლებთ, ჯერ არ ვიცი...
პოლონეთის და რუმინეთის მიმართულებით დაიძრა მოსახლეობის დიდი ნაწილი და საშინელი ამბავია საზღვარზეო, ვერ შეძლებს ევროპა ამდენი ხალხის მიღებასო, ახლა აცხადებენ...“, - წერს მარინა აბულაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება...“ - ვალერი მელაძის მიმართვა