Digest Logo

„ამ დაკარგულ გოგოზე ათას სისულელებს ამბობენ, რატომ? იმიტომ, რომ...“ - სოფია რაჭველი უმძიმეს ისტორიას ასაჯაროებს

1643218233
 სოფია რაჭველი

საფრანგეთში მცხოვრები სოფია რაჭველი - ბასილაშვილი იტალიაში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ და დღეს ნაპოვნ სალომე ტეტუნაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთ ემოციურ ისტორიას იხსენებს. 

„დაიჯესტი“ ემიგრანტის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემს მეგობარს სახელს და გვარს არ დავასახელებ, საქართველოში დაუდგინდა მეოთხე სტადია სიმსივნე..

მე პირადად ექიმს რომ ვაჩვენე მისი დასკვნები მითხრა, 3-4 თვეზე მეტი ვერ იცოცხლებსო…

ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდი და არამარტო მე ყველა..

მოკლედ, ავკრიფეთ ფული, ყველას ვთხოვეთ დახმარება, გავუშვით ეს გოგო თურქეთში და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

იმკურნალა, ბევრიც იწვალა, მაგრამ როგორც საქართველოში გადადეს გოგო სასიკვდილოდ ეგეთი არაფერი ჰქონია, მაგრამ როცა ხალხმა გაიგო ეს ამბავი რა მოხდა? არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი..

ყველაფერი თქვეს რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო.. გოგო იმ დონეზე მიიყვანეს ისიც კი თქვა, მერჩივნა მოვმკვდარიყავიო..

რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი.. ამ დაკარგულ გოგოზე, რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელებს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია.

იმიტომ, რომ გადარჩა და ვაი და ვუის ვერ დაწერენ..

საშინელებებს წერენ და ფიქრობენ ასეთი არაფერი მინახავს.

რამ გადაგრიათ ხალხნო, საიდან გაქვთ ამხელა ფანტაზიები..

სხვისი ოჯახის საქმე თქვენ უფრო კარგად როგორ იცით? სხვისი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენ როგორ იცით? ამდენი მოსამართლე და გამომძიებელი ყველა როგორ ხართ??? ეს გოგო აზრზე რომ მოვა შეიძლება ამასაც ანატრებიოთ სიკვდილი..“, - წერს სოფია რაჭველი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ქუჩაში ფეხშიშველი დადიოდა“ - სად და რა ვითარებაში იპოვეს სალომე ტეტუნაშვილი

🔵„ჩემი თვალით ვნახე, რომ სალომე ცოცხალია. ის დაკითხვის შემდეგ თავისი ფეხით დაჯდა მანქანაში“ - ლოლა თებიძე

🔵VIDEO: „ვეძებ მიწას გზის პირას, სადაც დედას დავკრძალავ“ - დომენიკ მანგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება

🔵„ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“ - რას წერს თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეზე

🔵„ჩუმად მოვიწმინდე მერამდენედ ჩამოღვენთილი სიმწრის ცრემლი... რომ არა ისინი, ოჯახი, სადაც სალომე მუშაობდა დიდხანს არაფერს იტყოდა“ - ფიქრია კუჭუხიძე

🔵„სამწუხაროდ ჩემი შიშები გამართლდა... ეს გადაწყვეტილება გაზრდის სიკვდილიანობას“ - გიორგი ფხაკაძე