
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალში არსებულ, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია გამოეხმაურა.
„არ შეიგინო... არ შეიგინო... არ შეიგინოოო...
ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე. არ აჰყვე ემოციებს. მე ასე ვქენი, როცა წერას მოვრჩი.
კიდევ ერთი ბოდვა ქონების მართვის სააგენტოს განცხადებიდან.
ეკონომიკის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან შუამდგომლობა შემოვიდაო. ეს შუამდგომლობები და კოლექტიური და ანონიმური წერილები ხომ ააღორძინა წულუკიანმა. მოკლედ, მივუბრუნდეთ შუამდგომლობას - ასე და ასეო, სტურუა მაგარი რეჟისორია და მიწის ნაკვეთი მიეცით, რომ სახლი აიშენოსო. დააკვირდით - სახლი აიშენოსო.
კარგი. გავყვეთ ამ ლოგიკას. ჯერ ერთი, მე რატომ უნდა ვიზრუნო მთელი ცხოვრება ფულის მამაძაღლობით შოვნით დაკავებული სტურუას სახლზე, როცა დევნილებს თავზე ენგრევათ ბინები, მაგრამ ოკ.
უბრალოდ ლოგიკას გავყვეთ, რადგან ეგეთი მაგარი ტიპიაო, მივეცითო მიწა და „ვაბშე“ რატო გიკვირთო. ხომ გახსოვთ, მიწა სახლის ასაშენებლად უნდოდა სტურუას. აბა რა აღმოჩნდა. ეგ მიწა ფიქციურად ვიღაც თავის ტიპს გადაუფორმა და ამ გზით გაყიდა. ამაში მიიღო 221 ათასი დოლარი.
ქონების მართვის სააგენტო ხომ იძახდა, მაგ მიწას სახლის ასაშენებლად ითხოვდაო. ახლა როცა მიწა გაყიდულია, ეს სააგენტო თავის განცხადებაში ლამაზად წერს:
„ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება“, - წერს ვახო სანაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵გაჩნდება თუ არა უახლოეს მომავალში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - გიორგი ფხაკაძის განმარტება
🔵როდის უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერები იმისთვის, რომ სიზმარში საბედო ნახოთ
🔵„სულ მეყვარება ეს პატარა, ციცქნა თიკანი“ - საქართველოში ყველაზე ცნობილი თიკანი გოდო მოკვდა
🔵„შენი მეგობარიაო, გვიშველაო... პირველი შემთხვევა არ არის“ - რას წერს გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძეზე