საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი მარიამ საჯაია წერს, რომ საქართველოს რკინიგზა, კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მინით დაწესებულ რეკომენდაციებს არ იცავს. მისი თქმით, ტრანსპორტში ძალიან ბევრი ხალხია და აუცილებელია დამატებითი რეისის დანიშვნა, რადგან მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ.
„ბათუმის მატარებელში ისეთი ხდება, რაის კოვიდსტატისტიკა გამიკვირდება. ნემსის ჩასაგდები ადგილი არაა, სულ შევსებული და გადაძეძგილია. ორმაგი სტანდარტები გვღუპავს ჩვენ.
რესტორნებს რო სკამების დაშორებებს უზომავენ და კინოში ადგილგამოტოვებით შეიძლება შესვლა, რა მატარებელზე ვერ მოიფიქრეს იგივე?!
გაყიდონ თითო ადგილის გამოტოვებით ბილეთები და რადგან მგზავრთა ნაკადი დიდია, დაამატონ ერთი რეისი. ახალი შტადლერის დამატება არაა მაგისთვის საჭირო; განრიგი რომ შევამოწმე საცივთჩაწოლის საახალწლო დღეებში იყო ერთი რეისი დამატებული, ანუ არსებული რესურსი იძლევა საშუალებას საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway
მე კი მოვედი თეთრი ყვავი აქამდე უკოვიდოდ, მაგრამ ამ მგზავრობას თუ გადავურჩები, არ ვიცი, ამ დღეებში ვნახავ“, - წერს მარიამ საჯაია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას