Digest Logo

„ბათუმის სკოლის ამბავმა შემძრა, ასწავლეთ შვილებს „არა”... გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის“ - რას წერს დინა მირცხულავა

1635237855
დინა მირცხულავა

ბათუმში მოზარდების მიერ მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში მწერალი დინა მირცხულავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია, ბავშვს მოძალადედ აყალიბებს.

ასწავლეთ შვილებს „არა”. არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ! ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან:

– ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ.(აუკრძალეთ !) თუ ვერ უხსნი რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).

მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს.(მეც…. მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა). გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ-ფეხს მოატეხავს. არა, არ დასაჯოთ ( უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ – არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.

„აინტერესებს შიგნით რა არის” – ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა – ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.

უთხარით „არა”, ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი „არა”.

მაგალითისათვის: პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს (აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს), გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ „გარყვნილ” ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ- მე ვთქვი, არა !

ხშირად გაიგონებთ ამ წინადადებას ფრანგი დედებისგან. ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია – ბავშვს მოძალადედ აყალიბებს და აყალიბებს.

„არა” , „არ შეიძლება”, „გიკრძალავ” რომ არ იციან, ეგ ბავშვები სჩადიან მერე მკვლელობებს, წიხლავენ თანატოლებს და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს. ბათუმის სკოლის ამბავმა შემძრა… სად გავიქცე და სად გავექცე ამდენ ამბავს აღარ ვიცი”,- წერს დინა მირცხულავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სავალდებულო ვაქცინაციას არ ვეთანხმები“ - ეკატერინე ტიკარაძე

🔵„ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში სრული პაკეტი წარვადგინეთ“ - ამირან გამყრელიძე

🔵„ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„5-იანის შემოხაზვით მურმან დუმბაძის ცნობილი წყევლა გაცოცხლდება და ხელი გაგვიხმება“ - რას წერს თინა ხიდაშელი

🔵„ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს