
დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს საბრძოლო მოქმედებების გამო.
„ყველა ხუმრობა დასრულდა... უკრაინასთან ომი დაიწყო. დილის 7 საათიდან ვტირი. მეშინია...
ჩემი სათაყვანებელი მეგობრები კიევიდან, ოდესიდან, ლვოვიდან, დნიპროდან, ხარკოვიდან, ივანო-ფრანკოვსკიდან, ჩერნივციიდან, ზაპოროჟიედან, პოლტავადან...
ბევრი მყავს, ვაღმერთებ და არც ერთი ძალა არ მაიძულებს თქვენ მტრებად აღგიქვათ.
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და იქნებით, არ მაქვს ძალა რომ ვთქვა, ქართული სადღეგრძელო...
ჯობია, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხატს მივმართო და ძმათამკვლელი ომის შეწყვეტა ვეხვეწო.
უნდა ვიჯდე მოსკოვის ავტობუსის გაჩერებაზე და დაველოდო ამ სიგიჟის დასასრულს. საშინელებაა!“, - წერს თეონა კონტრიძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რუსეთი არის ფაშისტური ქვეყანა... კიევის აღების შემდეგ, ის აიღებს თბილისს“ - გიორგი ფხაკაძე
🔵VIDEO: „გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება...“ - ვალერი მელაძის მიმართვა