
„ბოიკოტი რუსეთს, არ დავაფინანსოთ რუსეთი, რუსული პროდუქტების სრული ბოიკოტი , არავითარი უვიზო მიმოსვლა რუსებისთვის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს და აცხადებს, რომ რუსეთი კიევის შემდეგ თავს თბილისს დაესხმება.
„რუსეთი ოკუპანტია.
რუსეთი არის ფაშისტური ქვეყანა. კიევის აღების შემდეგ ის აიღებს თბილისს.
შენ რას ელოდები? აქ ლოზუნგები და პოსტები არ შველის, უნდა იმოქმედოთ კონკრეტული ნაბიჯები გადადგი.
ბოიკოტი რუსეთს, არ დავაფინანსოთ რუსეთი, რუსული პროდუქტების სრული ბოიკოტი , არავითარი უვიზო მიმოსვლა რუსებისთვის.
„კრემლოვიჩების” საჯაროდ დაბლოკვა ყველა სივრციდან დაბლოკეთ/დაარეპორტეთ ყველა სოციალურ ქსელში ყველა „კრემლოვიჩი”.
სახელმწიფო უწყებებო, გამოიღვიძეთ დაბლოკეთ ყველა „კრემლოვიჩის” საინფორმაციო საშუალებები ყველგან.
ყველა რუსული საინფორმაციო არხი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნდა იყოს აკრძალული/დაბლოკილი,
არა საბჭოთა იმპერიას.
არა რუსულ იმპერიას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას “, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება...“ - ვალერი მელაძის მიმართვა