Digest Logo

„ერთი თვით ადრე მაინც მენახა ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო“ - აკა სინჯიკაშვილი

1636050442
აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობითაა ცნობილი, სოციალურ ქსელში დღეს გაჭირვებული ადამიანის შესახებ პოსტი დაწერა და ადამიანებს მოხუცის დახმარება სთხოვა. რამდენიმე წუთის წინ კი მან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მოხუცი, რომლის გადასარჩენადაც საზოგადოება გაერთიანდა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„ბებო სასწრაფოდ გადავიყვანეთ არამიანცის საავადმყოფოში. ძალიან ცუდად არის მკურნალობენ, რაც შესაძლებელია და სადაც რამე ღმერთია, ვთხოვ, რომ უკეთ გახდეს და შევძლოთ მისი გადაყვანა თავშესაფარში, სადაც, ცხოვრების ბოლოს მაინც ადამიანურად, საწოლზე დაიძინებს და ნორმალურ საჭმელს შეჭამს.

ერთი თვით ადრე მაინც მენახა ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო. რაში გაატარა ეს ამდენი ხანი, ვერც წარმოგიდგენიათ. მილიონი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და მალე დაგველაპარაკება.

ღმერთო გვაპატიე ყველას და ეს ქალი გადამირჩინე. ყველაფერს გაგაგებინებთ. უამრავი მადლობა ყველას, ვინც ბებოს ამბით დაინტერესდა და დახმარება გაუწია. ყველაფერი კარგად უნდა იყოს! სხვა გზა არ არის!“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ აკა სინჯიკაშვილის იმ განცხადებას, სადაც ის მოხუცისთვის დახმარებას ითხოვდა.

„სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ !!! ამაზე საშინელება აღარც არსებობს. შუაგულ თბილისში ქალი ვიპოვეთ სარდაფში. უშუქობაში და სიცივეში, პირდაპირ ნაგავში და კანალიზაციაში წევს და კვდება. შიმშილით, უექიმობით, უწამლობით და უპატრონობით.

არ მიჰყავს არც სასწრაფოს, არც სხვა რომელიმე სახელმწიფო სამსახურს. არ იღებს ლილოს თავშესაფარი. და ქვეყანაში უძლურებისთვის უფასო თავშესაფარი საერთოდ არ არსებობს!

მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ მოგვეხმაროთ, რომ დღესვე გადავიყვანოთ რამე ფასიან თავშესაფარში.
მართლა გეუბნებით ახლა რომ ავდგე და აქედან წამოვიდე, ორ დღესაც ვერ იცოცხლებს. წევს შიშველი ნაგვიან საწოლზე და ბოდავს უკვე.

გამივრცელეთ როგორც შეძლებთ ეს ამბავი. იქნებ ყველას მისწვდეს ხმა, ვინც უნდა იცოდეს ეს ამბავი. და იქნებ რომელიმე თავშესაფარი გამომეხმაუროს, წესიერი პირობებით და მამის სისხლი რომ არ ღირდეს მოხუცის დაწვენა. ჩვენ კი ახლავე დავიწყებთ რაც შეგვიძლია. ნებისმიერ ინფორმაციაზე დამირეკეთ -558181218. თუ ვერ გიპასუხეთ, მომწერეთ და დაგირეკავთ.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მომდევნო დღეები ბევრი საჭირო ცვლილებისა და სიახლის მომტანი იქნება“ - რას შეცვლის ახალმთვარეობა თქვენს ცხოვრებაში

🔵„თვალი მოვკარი გახდილ კაცს, რომელიც თავის სასქესო ორგანოს ათამაშებდა“ - 16 წლის გოგოს შემაშფოთებელი წერილი

🔵„მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ „იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია“ - პაატა ბურჭულაძე

🔵VIDEO: „აუ, სიხარულით ნეტა არ გავაფრინო დღეს“ - ნანუკა გულუა იუბილარია

🔵„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა 11 წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა

🔵„რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა. საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი

🔵„კოვიდიანმა უგულავამ ირბინა და მე უნდა შემეზღუდოს კონსტიტუციური უფლება და ვალდებული გავხდე ავიცრა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ?“ - ნინა სამხარაძე