Digest Logo

„გენაცვალე სოფელო… დამითაგეთ „ჰეითერები“ - თაკო ტაბატაძე კრიტიკოსებს პასუხობს

1644500406
თაკო ტაბატაძე

არტისტი გია ბაღაშვილი მეუღლეს თაკო ტაბატაძეს დაშორდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაკოს ახალი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული ფეხბურთელი - ნუგზარ სპანდერაშვილი, იგივე სპანდერაა.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ზოგმა გააკრიტიკა ტაბატაძე, ზოგმაც ახალ წყვილს ბედნიერება უსურვა.

როგორც ჩანს ბედნიერების მსურველზე მეტი, კრიტიკოსი აღმოჩნდა...

ამიტომ ტაბატაძე სოცქსელში მხატვრული ფილმიდან „მარიტა“ ნაწყვეტს აზიარებს...

ამ მონაკვეთში ბრბო, საზოგადოება მარიტას კიცხავს, ამუნათებს და ტალახს ესვრის...

„განა სოფელი ბრმა არის... ღობესაც თვალი აქვს, ჯამ-ჭურჭელსაც. ერთი წუნწლიანი თაგვი მთელ ქვევრს წაბილწავს... გენაცვალე სოფელო, ვიშ შენს ძალასა“...

ვიდეოს აღწერაში კი ტაბატაძე „ჰეითერებს“ მიმართავს:

„გენაცვალე სოფელო, უჰ, შენს ძალასა…“

P.S. დამითაგეთ „ჰეითერები“.


View this post on Instagram

A post shared by Tako Tabatadze (@takotab1)

ამ ვიდეოს ქვევით კი ტაბატაძის მიმდევრებმა პირადი აზრი დააფიქსირეს და თაკო გაამხნევეს:

„მთავარია თქვენს შინაგან სულიერ სიმშვიდეს გაუფრთხილდეთ და ყურადღება არ მიაქციოთ ასეთ ადამიანებს... რაც არ გვკლავს გვაძლიერებს. ამიტომაც, თქვენი სიმართლით უნდა იცხოვროთ და წინ იაროთ...“

„კარგით რა, ნეტავ იმ ბრბოს აზრი რაში გაინტერესებთ, ბოროტები რომ არიან, საკუთარი ცხოვრება ვერ დაულაგებიათ და სხვისას განიხილავენ. ულამაზესი ქალი ხართ, ანგელოზივით გოგოების დედა. ესაა თქვენი სიძლიერე“

„იმ ქათმებს ჰგვანან საკენკს პირდაღებული რომ ელოდებიან. დღეს თქვენ ხართ აქტუალური თემა, ხვალ სხვა რაღაცაზე დააღებენ პირს. თუმცა შავი პიარიც პიარია“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდეო - რომ იცოდეს, რა უბედური იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი“ - ემოციური ამბავი ემიგრანტზე

🔵„დედაჩემი ნირიახა ქალია, არაფერს აკეთებს, მე თუ ვალაგებ , მძ*ნეროს და ძროხას მეძახის“ - ამბავი დედა-შვილის კონფლიქტზე