Digest Logo

„ჯვარცმული ქრისტეს ნახვისას უნებურად ხდები პილატეს მრევლი, იმ ბრბოს ნაწილი, სეირის საყურებლად რომაა თავშეყრილი“ - ბელა ალანია

1639037019
ბელა ალანია შალვა ნათელაშვილის შესახებ საუბრობს

ფსიქოლოგი და მწერალი ბელა ალანია,ქრისტიანობის საფუძვლებზე, სახარების სიბრძნესა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს თუ რამხელა ძალა აქვს მტრის სიყვარულს და რამდენად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ნიშნავს „გიყვარდეს მოყვასი შენი“.

„რას განიცდის თითოეული ჩვენგანი როცა ჯვარცმულ ქრისტეს ხატთან დგას? ბუნებრივია, მოწიწებას, სიყვარულს, ტკივილს, აგრეთვე ყველა ქრისტიანის სამარადჟამო სინანულს. ჯვარცმულის ნახვისას ცოცხლდება სურათი მისი ტანჯვა-წამებისა და უნებურად ხდები პილატეს მრევლი, იმ ბრბოს ნაწილი, სეირის საყურებლად რომაა თავშეყრილი, თითქოს მათი ხმამაღალი შეძახილებიც ჩაგესმის ყურში.

ჯვარცმასთან დგომით, იესოს ტანჯვით განცდილი სიხარულით, რომელსაც აღტკინებული ბრბო გრძნობდა იმ წუთებში, ისევ ჩვენ დავისაჯეთ...

იესო ქრისტეს ჯვარცმით ჩადენილ ცოდვა დღემდე კაცობრიობის საზიდია. ჩვენი დაბადებიდან ყოველი დღე ამ დღის ანარეკლს ატარებს.

***

„უხილავი მტერი“ ჰქვია მტრობას, რომელიც ჩვენს სულშია და გვაშფოთებს შურით თუ მღელვარებით, ტყუილით თუ განკითხვით, „ხორცის მდუღარებით“ თუ „სულის მხურვალებით“, ბოროტი გულისიტყვაობით თუ ქმნით... ესაა მტრობა, როცა არ არსებობს იმაზე მეტი მტერი, რაც ადამიანშია და თავად ქმნის, სჩადის საკუთარი თავის მიმართ.
როცა სხვა ადამიანი რამეს გვიშავებს, გვამცირებს, ტკივილს გვაყენებს, უსამართლოდ გვერჩის, ეს ჩვენი სულის ცხონებაა. უფალი ხედავს, როგორ ცდილობდნენ ჩვენს დამდაბლებას და ამ ტკივილიან გზაზე ძალას გვმატებს, ნებისყოფას გვიმუშავებს, ჩვენს ადამიანობას ცდის, სიბრალულს, სიკეთეს და ღირსებას გვინერგავს.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სული ბოროტს აბოროტებს, მტრობისთვის და უსამართლობისთვის გვინდა ვინმე დავსაჯოთ, ჩვენს სურვილებში ვხოცავთ, ვანადგურებთ, სამაგიეროს ვუხდით და ა.შ განსაცდელს მადლისთვის კი არ ვიღებთ, არამედ საკუთარ სულში მტერს ვაჩენთ, ვკვებავთ და მზრდით მას საკუთარი სისხლით და არსით, რომ შიგნიდან გამოგვხრას ბოღმისგან, სამაგიეროს გადახდის გახელებული ჟინისგან. ესაა შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც თვითგანადგურებაზეა ჩართული. ეს „ნაღმი“ უფალთან მისასვლელ გზას კიდევ უფრო გვიმძიმებს. ამაზე მეტი მტერი განა შეიძლება გვყავდეს ვიდრე საკუთარი თავია?

ამიტომაცაა ასეთი ბრძენი ჩვენი სახარება, როცა ამბობს: „გიყვარდეს მტერი შენი“ თორემ მოყვარე წესით ისედაც ხომ უნდა გვიყვარდეს

რა ადვილია და რა ძნელია იყო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.
დიდება უფალს!

ღმერთო შეგვაძლებინე ვილოცოთ მტრების შესაცვლელად. შეგვაძლებინე, საკუთარი თავის შეცნობა…“, - წერს ბელა ალანია.





აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც უარყოფითი ტესტი...“ - ნანა გეგეჭკორი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მაშტაბებს

🔵რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი