ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობითაა ცნობილი, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ უსახლკარო კაცს ბინა უქირავა. გარდა ამისა, უსახლკარო მოხუცს მან ახალი ტანსაცმელი და საჭმელი მიუტანა.
„კარგი ამბის სათქმელად ვარ მოსული. წუხელ მოხუცი კაცი ვიპოვეთ მარჯანიშვილზე. პირდაპირ ასე ეძინა ტროტუარზე. უსახლკაროა, რა თქმა უნდა, და დასაძინებელი არ აქვს. ერთი თვეა უკვე, თურმე ქუჩაში სძინავს.
ჩვენ ფულის მოგროვება აღარ დაგვჭირდა, იმიტომ რომ წინა პოსტის ბებოსთვის გვქონდა შეგროვებული, რომელიც სამწუხაროდ ბებოსთვის ვერ გამოვიყენეთ.
ამიტომ წავიყვანეთ ეს კაცი დღეს აბაზანაში, ტანსაცმლის ბაზრობაზე და ბოლოს სახლში, რომელიც ვუქირავეთ და იქამდე იცხოვრებს სითბოში, სანამ საჭირო იქნება.
უკვე აქვს ახალი, რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი და არ გადაიხდის გადასახადებს. დანარჩენი ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება.
მეც არ მჯერა, რომ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია. წუხელ და დღეს ))
უამრავი მადლობა თქვენ, ყველას, ვისითაც ვარსებობთ და ვეხმარებით სხვებს.
#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ეს ყველაფერი რომ ხალხს ენახა, ქუჩაში ვერ გაივლიდნენ ნაციონალები“ - რას წერს ანა მიქაძე
🔵მეგის ქარდავამ გაუპატიურების მუქარით პატიმარს აიძულა თავისივე დაწერილი ჩვენება შეეჭამა