Digest Logo

„ქართველნო, სიტყვა მაწონი, ხაშლამა და ხაში ნასესხებია სომხურიდან“ – ნიკა გვარამია

1644384498
მთავარი არხის დირექტორი

სამაუწყებლო კომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლების მიერ სომხეთისთვის სიტყვა მაცუნის აკრძალვას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ წლების წინ თავად ისესხა ეს სიტყვა სომხეთისგან.  

„საქართველოს სომხეთისთვის აუკრძალავს „მაცუნ“-ის სახელწოდებით რძის ნაწარმის პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი. მე არ ვიცი როგორი პროდუქტია მაცუნი, ზუსტად იმეორებს თუ არა მაწონს. ამას არ განვიხილავ. არც იმას, სიტყვა მაწონი ქართული რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია თუ არა. არც ამ აკრძალვის სისწორეს.

გამოვეხმაურები მხოლოდ მესიანისტ ქართველთა ჟივილ-ხივილს და სომხების გინებას: ძმანო და დანო ქართველნო, სიტყვა მაწონი ნასესხებია სომხურიდან. სწორედ რომ სიტყვა მაცუნიდან, დროთა განმავლობაში უ გადაიქცა ო-დ. მაწონს, ქართულში არანაირი ეტიმოლოგია არ აქვს, არც ზმნური წანამძღვარი. აი, სომხურში, მაწუნის შესატყვისი ზმნა, შედედებას და ამჟავებას ნიშნავს.

ps. მესიანისტ სომხებსაც ვეხმაურები ხოლმე, რუსთაველის სომხობაზე ან მესროპ მაშთოცის მიერ ქართული ანბანის შექმნაზე რომ ბოდავენ, თქვენ არ იდარდოთ.

pps ხო მართლა, ხაშლამა და ხაშიც სომხურიდან ნასესხები სიტყვებია“, - წერს ნიკა გვარამია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„აქტუალური გახდა ფრაზა – „ლარი მყარდება დოლართან მიმართებით და უფასურდება ჯონჯოლთან მიმართებით“ - გოცირიძე

🔵მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი ბიძინა კულუმბეგოვისგან

🔵პროექტ „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში დიდგორის ომზე კომპიუტერული თამაში შეიქმნება

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით