Digest Logo

„ყველა მედგიდელი უანგაროდ ვაკეთებ(თ) ყველაფერს,„მედგიდის” ცილისწამება ჩემთვის დაუშვებელია“- სოფო ჯაფარიძე

1629922090
სოფო ჯაფარიძე

ექიმი და „მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინ ჯგუფს ცილს სწამებს. როგორც სოფო წერს, ყველა მედგიდელი უანგაროდ აკეთებს ყველაფერს და ეხმარება ადამიანებს ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში.

„ჩემო ძვირფასებო!
ჩემი პოლიტიკური შეხედულება და პარტიული კუთვნილება, ყველასთვის ცნობილია!
ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ცხადია, ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია მიჭირავს! მე თუ პოლიტიკურ საქმიანობასთან გადავიკვეთე ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ უფრო დიდი ბერკეტი მქონდეს თქვენი და ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რადგან გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ!
რაც შეეხება "მედგიდს", ადამიანების რაღაც ნაწილი მას პოლიტიკასთან აასოცირებს და ამის გამო კრიტიკულად უყურებს - ეს სრული აბსურდია!


“მედგიდს” პოლიტიკასთან, რომელიმე პარტიასთან, ან რომელიმე პოლიტიკოსთან, არანაირი კვეთა არ აქვს!
მე, როგორც მედგიდის დამფუძნებელი, ისევე როგორც ყველა მედგიდელი, უანგაროდ ვაკეთებ(თ) ყველაფერს, თქვენ დასახმარებლად თუ გადასარჩენად და ასე გაგრძელდება ყოველთვის. “მედგიდის” ცილისწამება ჩემთვის დაუშვებელია.
ჩემთვის/ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენს რასობრივ კუთვნილებას, ეროვნებას, სარწმუნოებას და პოლიტიკურ მრწამსს!


როდესაც ადამიანი ითხოვს დახმარებას, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვისი მომხრე ან მოწინინააღმდეგეა ის?!
ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ბევრი მიმდევარისათვის გაგვიწოდებია დახმარების ხელი, ისე, რომ არც კი დავინტერესებულვართ მათი პოლიტიკური შეხედულებებით!
ჩემი და “მედგიდის” მთავარი ამოცანა ყველანაირი რესურსის მაქსიმალური გამოყენებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის(!) და კეთილდღეობისთვის იქნება აუცილებელი!
“კორონასთან ომის" პირობებში, ვფიქრობ, რომ არ არის დრო ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დაყოფის - უმჯობესია გავერთიანდეთ, ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ და ერთად ვიბრძოლოთ საკუთარი და სხვისი სიცოცხლისთვის!
ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები მტრებად არ და ვერ გვაქცევს, ვიყოფით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვები, რომელიც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებისკენაა მიმართული.


მე, სოფო ჯაფარიძე, ჯანდაცვის სფეროში ვარ და ვიქნები წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ მაქვს ლეგიტიმური უფლება არ მომწონდეს ის, რა რეალობაც ჯანდაცვის სისტემას, უფრო სწორად სრულიად ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უდგას ჩვენს ქვეყანაში - ჩვენი პოპულაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამდენ ადამიანს ვკარგავდეთ ყოველდღიურად, გაუმართავი მმართველობის გამო.


ამრიგად, ყველას(!) ვისაც დახმარება გჭირდებათ, გახსოვდეთ: “მედგიდი” - ჩემთვის, შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის!
ჩვენთვის თქვენი ყველას სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერთნაირად ძვირფასია!“- წერს სოფო ჯაფარიძე.


აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

🔵 რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რას გააკეთებს, როდესაც პანდემია დასრულდება - ბლიცინტერვიუ სოფო ჯაფარიძესთან

🔵 „ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა! ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ“ - ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელდა

🔵 „გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა! მოკლა ერთმა არაქალმა! 2 შვილის დედამ! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი“

🔵 დედის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა, 28 წლის ასაკში დაოჯახება და დიდი სიყვარული - თათული ედიშერაშვილის პირადი ამბები