ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნულ ტელევიზიაზე გული ერევა, რადგან მისი თქმით, ისინი ყველანაირ ეთიკის საზღვრებს გასცდნენ.
„ამ ტელევიზიაზე რომ მარწყევს და სრული უფლება მაქვს ასე იყოს, ეს ცალკე თემაა…
მე მივხვდი რატომ იგებს „ოცნება“ თავისი პროპაგანდის მანქანით. ისინი ყველაფერს კადრულობენ, აი, ყველაზე წარმოუდგენელ რამესაც კი, რასაც ტვინშიც არ დავუშვებდით…
ჩვენ კი რაღაც პედისტალზე შევხტით და ეთიკა, მორალი და მედია სტანდარტები ავიკვიატეთ…
ხო და, სანამ ჩვენ ეთიკაზე ვაქცენტირებთ ამ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში, ისინი დედას გვიტ@@, პირდაპირი მნიშვნელობით.
აი, ამ სათაურის მერე, ფოტოზე როა, უკვე სერიოზულად დავფიქრდი, ეგებ თავიანთ ენაზე უნდა დავუპირისპირდეთ?
ეგებ იქით უნდა ვუკეთოთ რეპორტაჟები სხვადასხვა თემაზე, მაგალითად ბებერ ალფონსებზე, ქვეშაჯვია კაცებზე, გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებების შიგთავსზე, პოლიტიკურ და ფინანსურ ტრაკის თამაშებზე, წინა ცხოვრებაში თუ ამჟამინდელში და ასე შემდეგ?
ეგებ დროა, დავივიწყოთ ეს პედისტალის ეთიკა და თავიანთ ენაზე ველაპარაკოთ? მე ძალიან ამომივიდა ყელში ენის მოჩლექით საუბარი და თქვენი არ ვიცი“, - წერს ინგა გრიგოლია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ბოლომდე უყურეთ“ - ნახეთ, რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
🔵„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე