Digest Logo

„მენეჯერო და შუშისთვალებიანო, თავდაუბანელო, კოჭებამდეთმიანო გოგონა… რა კარგია რომ თქვენ არ ხართ საქართველო“ – რა შეემთხვა ნინო განუგრავას?

1642661596
ნინო განუგრავა

ჟურნალისტი ნინო განუგრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ავეჯის სავაჭრო ცენტრ „საბაში“ გადამხდარ ისტორიას იხსენებს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი და მენეჯერი მომხმარებლებს ყურადღებას არ აქცევენ.

„მთელი დღეა ვფიქრობ და ვაანალიზებ რა დებილობა ამბავი გადაგვხდა მე და ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანს „საბაში“.

ახალგაზრდა გოგო. აი, 25 წლამდე, ზის, ყიდის საკმაოდ ძვირად ღირებულ ავეჯს... გარშემო რომ უამრავია ისეთს, და უნდა გაგიმართლოს, შენთან რომ მოვიდეს მყიდველი...

ჩვენც გავუმართლეთ და გადაწყვეტილად მივედით, შეგვეძინა საკმაოდ მაღალფასიანი საწოლი... მე ოთხჯერ ვკითხე რაღაც... პასუხი არ არის... არის ოღონდ სხვა პასუხი... აი, მე რომ არ ვეკითხებოდი და ჯიუტად რაღაცას რომ მპასუხობდა...

არც ადგომა... არც თავაზიანობა... მხოლოდ მობილურში შემძვრალი შუშის გაყინული თვალები... და მიუხედავად გამოსროლილი არაადეკვატური პასუხები...

შემდეგ კითხვებზე და თხოვნებზე, რომ მოექცია ყურადღება და მოეხედა ცოტა ხნით ჩვენთვის, აი, ასე უცებ...

გვეუბნება რომ დავტოვოთ ტერიტორია და რომ არ უნდა და არ მოგვემსახურება...

მე სიცილი ამიტყდა...

ჩემი მეგობარი გაშრა... გაოცდა... ასეთ რამეებს მხოლოდ საქართველოში ნახულობს. მოვითხოვეთ მენეჯერი...

დირექტორი... რა ვიცი... შევძარით სავაჭრო ცენტრი... ეს გოგო სრულიად ურეაქციოდ აგრძელებს „სქროლვას“...

მოვიდა მენეჯერი... ჰოი საოცრებავ... ისიც ზუსტად ასეთი...

გაოცებულ-განრისხებული ჩემი მეგობარი ეუბნება, რომ მოიყვანს ტელევიზიას და გადააღებინებს რა ხდება და როგორ ექცევიან კლიენტებს...

ჰოდა, ვერავისაც ვერ მოიყვანთ... ჩემი შვილი მუშაობს ტელევიზიაში და არავინაც არ მოვაო…

ჰოდა, მთელი ამდენი ამბავი მოვყევი იმიტომ, რომ იმ ქალის შვილი ვიპოვო... ბევრი მყავხართ ტელევიზიაში მომუშავე და იქნებ ამოიცნოთ თქვენი თავი...

თქვენ თუ არ ურჩევთ, მე დაგარიგებთ რა გადასცეთ დედას, რათა მსგავსი ამბავი სხვასთან აღარავისთან შეემთხვას...

მით უმეტეს ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი და ჩემს მეგობართან კი ბევრ თაობას გექნებათ ბოდიშები სახდელი, ასეთი მოქცევისთვის...

რომ ვერ იცანით და რაში მაინტერესებს ვინ ხართო ეგ რა თქმა უნდა თქვენი პრობლემაა.

მე უბრალოდ გეტყვით რომ ასეთების წყალობითაა დღეს საქართველოზე ვინმეს თუ კაი სიტყვა დასცდება... თქვენ კი თქვენი 7კვადრატულის დატოვება მოსთხოვეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ გთხოვათ ტელეფონიდან ყურადღება მისკენ გადაგეტანათ, ორი წუთით.

ქალბატონო მენეჯერო და შუშისთვალებიანო ურეაქციო, უემოციო, თავდაუბანელო, კოჭებამდეთმიანო გოგონა...

რა კარგია რომ თქვენ არ ხართ საქართველო.

და რა კარგია რომ ამ საქართველოში ასეთი მენეჯერი და ასეთი გოგონა მარტო თქვენ ხართ.

თქვენ ორნი.

ნუ მე მეტი არ შემხვედრია და იმედია, არც არასდროს შემხვდება.

მოვყევი და დავწერე იმიტომ რომ იცოდეთ, ასეთი მომსახურება ვიცით საქართველოში. ასე გვიხარია მუშაობა. ასე ვიზიდავთ მომხმარებლებს და ასე ვაშენებთ ქვეყანას.

სავაჭრო ცენტრი საბა, თქვენგან კი ერთი კარგი, გულწრფელი ბოდიში არ იქნებოდა ურიგო“, - წერს ჟურნალისტი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„4 ინფორმაცია ვისაც ომიკრონი არაფრად მიაჩნია და ჰგონია, რომ ვირუსის გადატანა უკეთესია ვიდრე ვაქცინაცია“ – რას წერს ზაზა წერეთელი?

🔵„ვსვამ ადუღებულ წყალს სოდასთან ერთად, შემდეგ ერთი საათი საკვები არ უნდა მიიღო“ - როგორ უვლის თავს ნინო სუხიშვილი?

🔵„გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!“ - ვის მიმართავს რუსუდან მუმლაძე?

🔵„ვისაც ფული აქვს, ღარიბებიც წაშალოს, რომ ტვინი არ მო##ნან“ - რას წერს ქეთი დევდარიანი?

🔵„ეს ბროკოლის „ბოჩკაზე“ გაზრდილი „დაიარკა ბოჟიდაროვა” რამხელა პრეტენზიებით არის... დიდი ხანია ფული იშოვა?!“ - მანჩო გიორგობიანი ქეთი დევდარიანზე