
„ხშირად ხდება ცუდად და არის სრულიად მარტო ამ დროს, თუ ვიზიტორი არ ჰყავს, ანუ ყურადღებასაც არავინ აქცევს, არ აქვს ღილაკი, რომ გამოიძახოს მედპერსონალი. მიშას უთხოვია ელენეს ანალიზები მანახეთო, ყველაფერი ვისწავლე შიმშილზე, მათ შორის, ანალიზების კითხვაო“, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„ეკა ხერხეულიძეს ვუსმინე და გავიგე, რომ სააკაშვილი არის უარესად:
– ხშირად ხდება ცუდად და არის სრულიად მარტო ამ დროს, თუ ვიზიტორი არ ჰყავს, ანუ ყურადღებასაც არავინ აქცევს, არ აქვს ღილაკი, რომ გამოიძახოს მედპერსონალი.
– მისი მედპერსონალი შემოიფარგლება ერთი ექიმით, რომელიც შიშველი ხელებითაა წარმოდგენილი.
– სააკაშვილი არ არის საავადმყოფოში, არამედ საავადმყოფოს ზედა სართულზეა, სადაც სხვა არაფერი განთავსებული.
– და მას იცავს ერთი შეუიარაღებელი ადამიანი.
– კალიუმი აქვს იმ დონეზე, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება განუვითარდეს ინფარქტი.
– იმისთვის რომ ქვედა სართულზე ჩაიყვანონ ელემენტარული მანიპულაციისათვის, ჯერ იმ სართულის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. აქამდე არც ჩაუყვანიათ.
საავადმყოფოსთან ახლოს და არა შიგნით. საკვების მიღება რომც დაიწყოს, მაინც მკურნალობა სჭირდება, (მაგდენი მეც კი ვიცი, სწრაფად და ერთ თვეში ერთ რკინას ვერ ვიწევ ხოლმე მაღლა, ანემია როცა მჭირს, არა თუ ყველა მაჩვენებული რომ ზღვარს ქვემოთ გაქვს ამხელა შიმშილობის შედეგად…)
ქართული ოცნება კლავს პატიმარ სააკაშვილს და ჩვენ ყველანი ვუყურებთ ამას და ვეგუებით…
მე მგონი ყველაზე ადეკვატური დღეს ელენე ხოშტარიაა, მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რამეს ეგუება.
ჰო, კიდე, მიშას უთხოვია ელენეს ანალიზები მანახეთო, ყველაფერი ვისწავლე შიმშილზე, მათ შორის, ანალიზების კითხვაო…
ნეტა ჩვენ რა ვისწავლეთ ამასობაში?“, – წერს ბაია პატარაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მე ვიცრები კოვიდვაქცინის მე-3 დოზით დეკემბერში, თქვენ?“ - გიორგი ფხაკაძე
🔵არჩილ სოლოღაშვილს დაბადების დღე აქვს - ნახეთ, როგორ მიულოცა ცოლმა მას იუბილე
🔵რა გახდა ერმალო მაღრაძის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის კომენტარი