
რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. გუშინ, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით, რა დროსაც სუხიშვილების ანსამბლი იქ იმყოფებოდა. მათ პოლონეთში გადასვლა უკვე მოახერხეს და უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„მშვიდობით გადავკვეთეთ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი! მივემგზავრებით ვარშავაში და ამ დღეებში ვეცდებით სამშობლოში დაბრუნებას! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! სიყვარულით“, - წერს სუხიშვილების ანსამბლი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რუსეთი არის ფაშისტური ქვეყანა... კიევის აღების შემდეგ, ის აიღებს თბილისს“ - გიორგი ფხაკაძე