Digest Logo

„მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!“ - რას წერს ჟორჟოლიანი?

1631856948
ჟორჟოლიანი

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოა მისი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.

„ერთია როცა თავად ირჩევ იყო მკვლელი, ძველი ბიჭი, ქურდული მენტალიტეტი გმართავდეს, საქმეებს არჩევდე, მაგრამ მეორეა, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, ამ გარემოში დაბადებული, მაგრამ განათლებას იღებ, ვითარდები და უარს ამბობ ყველაფერზე, რაც წესით მემკვიდრეობით გერგო. სხვაა, როცა რადიკალურად სხვა გზას ირჩევ.

ამ ბიჭმა ეს მოახერხა. მოახერხა ბნელი წრიდან გამოსვლა და ჯერ მხოლოდ 22 წლის ასაკში შექმნა საკუთარი და რაც მთავარია ღირებული, ახალი, ინოვაციური ქსელი.

მოახერხა უარი ეთქვა მამის აჩრდილზე, მაგრამ მაინც მოკლეს!

ვუსურვებ ბნელს და უკუნს ყველას ვინც ამ ამბავში გარეულია!

და ყველას, ვინც ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს! ზუსტად იგივე ჯოჯოხეთს იმსახურებს რაც, ამ ბიჭმა ბოლო წუთებში გაიარა“,- წერს ჟურნალისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ვისი დავალებით მოქმედებდა „ქილერი“, რომელმაც 22 წლის ბიჭს 9 ტყვია ესროლა? - ვერაზე მომხდარი შურისძიების დეტალები

🔵VIDEO: ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა 20 წლის წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“ შვილებმა დაუკვეთეს – ექსკლუზიური დეტალები

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

🔵„ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც აცრილები ხართ...“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს

🔵„ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა, დავუჯერე და რეპეტიციაზე სახლში ავყევი... ძალა იხმარა, მითხრა, 14 წლის გოგოები მეხვეწებიან და შენ რას წივიხარო“ - გაუხმაურებელი ამბავი