Digest Logo

„როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს... არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი“

1633790970
ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ დამნაშავები პირები უსასტიკესად დაისაჯონ.

„გუშინ, ტრაგედიის პირველ საათებში, როცა ნანგრევებში ბავშვებს ვეძებდით, არაფერი მაინტერესებდა ამის გარდა: მაშველებს ამოეყვანათ ბავშვები. ყველა სხვა საკითხზე საუბარი უდროო იყო. არაეთიკური. მძიმე.

დღეს როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს და ნიშანწყალიც არაა, რომ ნანგრევებს მიღმა სიცოცხლე შეიძლება იყოს, არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი ცხოველი და უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ამ სიველურეს აფარებენ ხელს, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტით. ახლა ამ კითხვების არდასმაა ზუსტადაც არაეთუკური.

კიდევ რამდენი ბავშვია ნაღმზე? კიდევ რამდენი ბავშვია ბეწვზე? კიდევ რამდენი ბავშვი ცხოვრობს 5სართულიან კორპუსში, რომელსაც 7 სართული დააშენეს თავზე?

კიდევ რამდენი ბავშვის სიცოცხლეს აიტანს ნაცნობობით გამონგრეული კედლები? გარდაცვლილები კი არა, ცოცხლად დარჩენილებიც გამოსაგლოვი გვყავს ისეთი ხდება ქვეყანაში. ადამიანმა ისე გამოაცალა საძირკველი ამხელა კორპუსს, არ აღმოჩნდა არავინ ვინც განგაშს ატეხდა. პატრონი არ გვყავს. საცოდავი ბავშვები.

ბავშვები, რომელიც ნანგრევებისთვის და პოლიეთილენის პარკებისთვის გაწირეს.

ალბათ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი, როგორც გამოიყურება ახლა ჩვენი ტელევიზორის ეკრანები”,- წერს ვიკა ბუკია.

ამავე თემაზე👇

🔵„სისხლი გამეყინა, მხოლოდ იმის მეშინოდა ემოციები არ გამქცეოდა და პირდაპირ ეთერში ღრიალი არ დამეწყო" - „იმედის" ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს

🔵VIDEO: მაშველებმა ზუსტად იციან ადგილი, სადაც ნანგრევებში მოქცეულ 1 პირი იმყოფება - ის სათვალთვალო კამერამ შენობის ჩამონგრევამდე დააფიქსირა

🔵„ახლა ჩემს წინ ბეტონის დიდი გროვაა, ამ გროვამ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა... მგონია, რომ იმ ნანგრევებზე ვდგავარ და ნელ-ნელა მეცლება საყრდენი“

🔵„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა