Digest Logo

ნანა ჩარკვიანი იუბილარია - ნახეთ, როგორ მიულოცა მას დაბადების დღე გელა ჩარკვიანმა

1625137239
ნანა ჩარკვიანი

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს პოპიაშვილის შვილი ნანა ჩარკვიანი 18 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქეთათომ საოციალურ ქსელში შვილისთვის მისალოცი  პოსტი გამოაქვეყნა.

ეს მშვენიერი არსება სრულწლოვანი ხდება! მინდა ვუსურვო მაქსიმალურად გამოეყენებინოს საკუთარი შესაძლებლობები და ეპოვნოს საყვარელი საქმე, რაც პიროვნულად გაზრდის და მიაახლოვებს სრულყოფილების შეგრძნებას მცირედით მაინც“, - წერს ქეთათო.

მისის პოსტის ქვეშ, ნანას დაბადების დღეს უამრავია ადამიანი ულოცავს, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც:

გელა ჩარკვიანი: ნანა, გილოცავ და მინდა ყოველთვის გახსოვდეს, რომ ბაბუა გელას ძალიან, ძალიან უყვარდი.

მაკა ჩიჩუა: გაუმარჯოს ნანას ! გაიხარეთ.

სოფო ნიჟარაძე: გილოცავთ.

ირაკლი კაკაბაძე: გილოცავთ. ვუსურვებ ბედნიერებას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მინდა, მივმართო მას“ - მიხეილ ცაგარელი იუბილარ ანუკი არეშიძეს ახასიათებს და რჩევებს აძლევს

მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი და ატირებული ანუკი არეშიძე - როგორ მიულოცა ოჯახმა დაბადების დღე დიზაინერს (ფოტოები)

„შევყევით და ნელ-ნელა ის „დავიკიდეთ“- გურამ შეროზიას აფრიკული სიყვარულის ამბავი

ნანა გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას – ქეთათოს, თუმცა მამასაც ბევრი ამსგავსებს. როგორც თავად ამბობს, ნაკვთები მამის ჰგავს, თუმცა იერით ჰგავს დედას.

ნანა რამდენიმე წელი ლონდონში ცხოვრობდა და სწავლობდა, თუმცა ბოლო პერიოდი საქართველოშია. აქვე წერს თავის მუსიკას. ცოტა ხნის წინ გაავრცელა საკუთარი ნამუშევარი იუთუბიზე.

მის გარდა ირაკლის პირველი ქორწინებიდან დარჩა ასევე ვაჟი – მაქსიმე ჩარკვიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.

ირაკლის პირველი ცოლი, ელენა დღესაც ჩარკვიანის გვარს ატარებს. მისი და ირაკლის ვაჟი მაქსიმე მონტაჟის რეჟისორია. საკმაოდ ჰგავს მამას გარეგნულად. კარგი ურთიერთობა აქვს ირაკლის ოჯახთან და უმცროს დასთან – ნანასთანაც მეგობრობს.