Digest Logo

„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

1641186408
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, ფეისბუკის პირად გვერდზე საოცარ ინფორმაციას აქვეყნებს. 

მაქარაშვილი აცხადებს, რომ გაჭირვებულთა დასახმარებლად ემიგრანტებმა კიდევ 7 ბინა გამოყვეს, რაც უფრო მეტი ადამიანის დახმარების შესაძლებლობას იძლევა.

„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა.

4 საათის წინ კეთილი პოსტი დავწერე და მოვყევი ამბავი, როგორ დაუთმო ემიგრანტების ოჯახმა გამოკეტილი სახლი უსახლკარო მოხუცებს…

იცით რა ხდება ახლა ჩემს თავს? კიდევ 7 ასეთი ბინა გამოჩნდა ანუ ხვალიდან კიდევ 40 უსახლკაროს დავაბინავებთ! დავაბინავებთ და ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ! ჩემო კარგო ქვეყანავ“, - წერს გიგა მაქარაშვილი.

აღნიშნულ პოსტამდე რამდენიმე საათით ადრე კი მაქარაშვილმა ეს ისტორია მოყვა:

„3 თვე ვემზადებოდით ამ დღისთვის და ყველაზე ნამდვილი ზეიმიც შედგა!
ბევრი ძებნის და გამოკითხვის შემდეგ 5 მოხუცი ავიყვანეთ პირდაპირ ქუჩიდან, მოვაწესრიგეთ, ექიმები დავახვიეთ, ჩავაცვით, წამლები და საკვები ვუყიდეთ და სად დავაბინავეთ იცით?
სახლში, ჰო, სახლში! ერთი კეთილი ემიგრანტის გამოკეტილ სახლში
სახლში, რომელიც აგერ უკვე 20 წელია დაკეტილი იყო!
ჩავრთეთ გაზიც, ელექტრო ენერგიაც, წყალიც, ახალი თეთრეული დავაგეთ ლოგინებზე, მაცივარიც საკვებით შევავსეთ და მეზობელ სტუდენტ (სამედიცინოს მეოთხე კურსელი) გოგონასაც გადავუხადეთ თანხა, რომ მოხუცების ჯანმრთელობა აკონტროლოს.

სულ მცირე ძალისხმევით მოვუწესრიგეთ საბუთები და ხუთივე აიღებს პენსიასაც და სოციალურ დახმარებასაც!
სანამ მოყოჩაღდებიან, კიდევ ერთი მეზობელი დავასაქმეთ და მას მოხუცების საკვებით მომარაგება და კომუნალურების გადახდა დაევალა (ამ ყველაფერს კიდევ ერთი ემიგრანტი ოჯახი აფინანსებს)!
ამბავი კი ერთი კეთილი ემიგრანტის სურვილით დაიწყო, რომელსაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარება სურდა ძველით ახალ წელს, უკვე ფერზე მოსულ, გამოცოცხლებულ ოჯახში მიგიყვანთ სტუმრად და 75 წლის ასაკში თავიდან დაბადებულ ადამიანებს გაგაცნობთ
ამ წამს კიდევ ერთი დაკეტილი სახლი გამოჩნდა…
იქნებ შემოვატრიალოთ ეს სიძულვილით გატენილი რეალობა?
სულ ცოტა მონდომებაა საჭირო და ყველაფერი გამოვა!
ბედობას გილოცავთ! ჩემო კარგო ქვეყანავ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამერიკაში მიყურებენ, როგორც უსახლკაროს, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც „ნიჭიერი“ მიმყავს...“ - ნუკი კოშკელიშვილი

🔵VIDEO: „ჩემი ჯადოსნური მორიელების გარემოცვაში ვარ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵VIDEO: როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

🔵VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს

🔵„განცდილი მარცხის“ შემდეგ უფრო მეტს ვცდილობდი - ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მომავალი სიდედრ-სიმამრი