სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სტუდენტი, რომელიც დიდი ხნის წინ გაუჩინარდა, დღეს გამოჩნდა და მას 100 ევრო გამოუგზავნა საჩუქრად.
„შარშან თებერვალში, სტუდენტმა გოგონამ გვთხოვა დახმარება. ერთი სემესტრის თანხა შემაგროვებინეთო, ერთადერთი შანსი მჭირდებაო.
ისეთი გულწრფელი ჩანდა, ისე ითხოვდა, ვერ გავატარეთ და დავბზრიალდით საკვების ფულიდან ვერ გადავიხდიდით, არ იყო მცირე თანხა, ამიტომ რამდენიმე მეგობარმა სულ 2 დღეში მისი სწავლის ბოლო სემესტრი დააფინანსა.
გაიხარა გოგონამაც და ჩვენც.
შემდეგ ჩვენი სტუდენტი გაქრა საერთოდ აღარ ჩანდა! სოციალური ქსელიც რომ გააუქმა იქ უკვე ძალიან შემეშინდა.
უნივერსიტეტშიც მოვიკითხე და მითხრეს დაამთავრა და მეტი არაფერი ვიცითო…
პერიოდულად მახსენდებოდა, როცა იგივე თხოვნით მოდიოდნენ სხვები.
ჰო და დღეს მივიღე გზავნილი, ჰოლანდიიდან..
„ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო! პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს! ვალს არ გიბრუნებ, ვიცი სესხად არ მოგიცია… სტუდენტებს დაეხმარეთ, შანსი აჩუქეთ ყველას!”
ნინო სოფრომაძე, ჰო, ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ, წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით. ჩემო კარგო ქვეყანავ“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალ წელს?
🔵VIDEO: მწვავე დაძაბულობა პირდაპირ ეთერში - ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
🔵„სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... “ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი