ექიმმა, რომელიც ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინს უკეთებდა პაციენტებს, დუმილი დაარღვია. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ცდილობს მოქალაქეებს აუხსნას თუ რა მოხდა რეალურად.
„თავიდან ვიფიქრე არაფერს დავწერ-თქო თუმცა ბევრ ადამიანს აინტერესებს რა მოხდა და ვალდებული ვარ, ვთქვა ის რაც იყო სინამდვილეში და სინამდვილე მთლად ისეთი არ არის, როგორი შთაბეჭდილებაც დარჩა საზოგადოებას, ვეცდები მოვყვე დეტალურად და ამავდროულად რაც შეიძლება მოკლედ... ცოტა შორიდან დავიწყებ და დავასრულებ ვაქცინის თემით.
ჩემს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას 2020 და მიმდინარე 2021 წელს დაახლოებით შემოსავალი ჰქონდა საკმაოდ დიდი თანხა, უფრო დიდი ვიდრე წარმოგიდგენიათ. გარდა ამ კლინიკისა დანარჩენი ორი კლინიკის და ასევე სამედიცინო ლაბორატორიის ბუღალტერია მოწესრიგებული იყო, ამ კლინიკაში კი ქაოსი იყო იმ კუთხით, რომ ბუღალტერია არ არსებობდა, ანუ გაფლანგული იყო ეს თანხა, დავაზუსტებ რომ ბუღალტერისთვის კი არ დამივალებია რაიმე ტიპის შავი ბუღალტერიის წარმოება, არამედ ბუღალტერი არ ჰყავდა საერთოდ კლინიკას, ხელფასები როგორ დარიცხულიყო მეც ვიცოდი, როცა თანხა მჭირდებოდა გამომქონდა და ეს არ იყო ბუღალტრულად გატარებული, იქ მოგეხსენებათ საშემოსავლო გადასახადები არსებობს და ა.შ ყოველივე შეგნებულად არ გამიკეთებია, მაგრამ რომ ვთქვა არ ვიცოდი რომ დანაშაული იყო მეთქი, ტყუილი იქნება, რა თქმა უნდა ვიცოდი რომ ეს იყო დარღვევა, თუმცა თავის არიდებაც არ მქონდა გადაწყვეტილი ამ ყველაფერზე, მეზარებოდა კონკრეტულ შემთხვევაში, დრო არ მქონდა, თორემ ბუღალტერია ძალიან კარგად ვიცი, წლების განმავლობაში ვმუშაობდი დიდ კომპანიებში ბუღალტრად, უბრალოდ იმ მომენტში ვფიქრობდი რომ ერთ დღესაც დავალაგებდი.
სექტემბრის ბოლოს დამიკავშირდნენ, შემხვდნენ (მე მივედი, სად და როგორ ამაზე მოგვიანებით დავწერ) და როგორც კლინიკის დირექტორს გამესაუბრნენ კლინიკის შემოსავლების შესახებ, ნუ რა თქმა უნდა იცოდნენ უკვე რა მდგომარეობაც იყო კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე მე ვიცოდი ამ დარღვევის შესახებ, ანუ რომ არ არსებობდა ბუღალტერია, საკმაოდ მაღალ შემოსავალზე და მათ შორის სახელმწიფოსთვის არ გადარიცხულ თანხებზე, როგორიც არის საშემოსავლო გადასახადი, საპენსიო გადასახადი, მოგების (კომპანიიდან აღებული თანხის) გადასახადი და ა.შ
სამ სხვადასხვა ორგანოში გამომკითხეს, ვიცოდი ისედაც და მათაც აღნიშნეს რომ ეს არის საკმაოდ მძიმე დანაშაული და შესაბამისად კანონიც ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სასჯელს ამისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მქონდა ახლო წარსულში ნასამართლობა (ბევრმა ადამიანმა ჩემი ნასამართლობა აიტაცა სხვადასხვა კონტექსტით და აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ეხება ჯანმრთელობის ცნობის ე.წ ფსიქოს გაცემას პიროვნებაზე, რეალურად მისი ნახვის გარეშე, ანუ ადამიანი მოვიდა და მთხოვა ჯანმრთელობის ცნობა გამეცა პიროვნებაზე, რომელიც ვერ ახერხებდა მოსვლას სამსახურის გამო, ეს ცნობა მას სჭირდებოდა მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად. მე არანაირი ფინანსური ინტერესი დამატებით არ მქონია ამ საქმეში, ღირდა 10 ლარი და მანაც გადაიხადა 10 ლარი, იმის გამო რომ ნახვის გარეშე დავუწერე არც დამატებით თანხა მომითხოვია, ან რაიმე მსგავსი) სხვათა შორის ამ ნასამართლობის არ მრცხვენია, შემრცხვებოდა იმ შემთხვევაში, ტყუილი რომ დამეწერა, ანუ არ ყოფილიყო ეს ადამიანი ჯანმრთელი და ფულის სანაცვლოდ მიმეცა ცნობა, როგორც ჯანმრთელობის დასტური.
ეს ადამიანი აღმოჩნდა საკონტროლო შესყიდვაზე და სახელმწიფო მომედავა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტის დამზადებას, ყალბი იმიტომ რომ არ ვნახე პაციენტი და ისე დავწერე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ასეთი ფაქტი დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებით იყო 3, ნუ ერთხელ ჯარიმა იყო, მეორედ დიდი ჯარიმა, ბოლო შემთხვევაზე ავირტყი პირობითი და ლიცენზიებო ნახვამდის, სულ მეცინებოდა ამაზე, ბოლოს მივხვდი რომ უნდა გავჩერებულიყავი, რადგან ვიღაცას ხათრს რომ ვერ უტეხავ და ამის გამო შარში ეხვევი ეს თემა იყო სწორედ.
აქედან მოყოლებული, ხან პროკურორები მთხოვდნენ მანქანის გადაფორმებას, რაღაცის სანაცვლოდ (სამი ავტომობილი მყავდა, იაგუარი მყავდა ერთ-ერთი მანქანა და ამ მანქანაზეა საუბარი) ბოლოს ისე დაიძაბა საქმე რომ აღარ გამოვდიოდი ქუჩაში ამ მანქანით, მეორე ავტომობილით ვმოძრაობდი FIT-ით, მეგობრები მეხუმრებოდნენ როგორი მანქანა გყავს და ამით როგორ მოძრაობო, ვცდილობდი აღარ გამომეყვანა, რადგან უკვე საქმეებს მირჩევდნენ ამ მანქანის გამო. მიუხედავად იმისა რომ რაღაცებს მპირდებოდნენ, არ დავთანხმდი ამ მანქანის გადაფორმებას, სულ არ მიჭირს პრობაციის ბიუროში მისვლა სახლის გვერდით არის და რა პრობლემაა-თქო ვუთხარი. ამის შემდეგ განვითარდა შემდეგი რამ, პრობაციის ბიუროში რომ მივდიოდი ანაბეჭდზე მაგალითად ერთ ერთი შემთხვევა, ოპერაოტორი იქ მომმართავს - იქნებ მიხვდეთ თითის აღება, ანუ მე ხომ არ ვიცი და ვერ ვხვდები აიღო თუ არა სკანერმა ანაბეჭდი, ნუ კარგი, შემდეგი მისვლის დროს შევეცადე ცოტა უფრო სწრაფად ამეღო თითი, მეუბნება - ვერ გავიგე გეჩქარება სადმე?? უკვე ძალიან დავიძაბე ამ აგრესიით, ტიპური ფსიქიატრი ვარ და ასეთი მომენტები ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. და ასევე მთავარი, იქ მყოფი დაცვის თანამშრომელი მიზანმიმართულად დამეჯახა როცა გამოვდიოდი და მე მეუბნება რომ თვალში ვერ იხედებიო??
ზუსტად მივხვდი რაშიც იყო საქმე და მიუხედავად იმისა რომ, მე არ არ ვიყავი დამნაშავე კონკრეტულ მომენტში უკაცრავად მეთქი ვუთხარი, შელაპარაკება რომ დამეფიქსირებინა სავარაუდოდ დამაკავებდნენ და მოსამართლეც შემდეგ დაიჯერებდა რა თქმა უნდა რომ მე ვიყავი დამნაშავე. ასეთი მდგომარეობიდან უკვე ძალიან დაძაბული ვიყავი, ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, გავიდოდი მეგობრებთან და 5 წუთში უკან მოვდიოდი, ვერც ვიძინებდი, ვფიქრობდი კიდეც რომ გადავაფორმებდი ამ მანქანას და დავისვენებდი.
ერთსაც ვიტყვი ხაზგასმით და გადავალ ვაქცინებზე, სხვათა შორის დაუნახავი არ ვარ და აღმოვაჩინე რომ არსებობენ ნორმალური ადამიანები, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, არ მეგონა თუ ასეთი გამომძიებლებიც არსებობდნენ, ზემოთ რაზედაც ვისაუბრე დოკუმენტის გაყალბების ამბავზე, ერთ-ერთ სქმეს იძიებდა მაშინ ისნის განყოფილება და გამომძიებელი იყო თამარ მასხარაშვილი, ასეთი კადრი პოლიციაში არ ეყოლება ალბათ არცერთ ქვეყანას, რაც დასაფასებელია. რაიმე კი არ გაუკეთებია ჩემთვის ან კი არ უპატიებია რაიმე, მაგრამ პიროვნება იყო ისეთი რომ დედასგეფიცები მიხაროდა მასთან რომ მიწევდა მისვლა, ასევე არც მაგ საქმის პროკურორს ვერჩი რაიმეს, ძალიან მოწესრიგებული იყო.
თუმცა სხვა დანარჩენი საქმის გამომძიებლების და პროკურორების რა მოგახსენოთ.
გავაგრძელებ ვაქცინის შემთხვევისკენ საუაბრს, ჩემს კლინიკაში თანხების გაფლანგვის გამო, ასე ჰარი-ჰარალეზე რომ გამქონდა ეს თანხები კლინიკის ანგარიშიდან და ბუღალტერია რომ არ არსებობდა, ამისთვის კარგი რომ არ მელოდა არაფერი ამას მიმახვედრეს, თან ახლო წარსულში ნასამართლეობაც გაქვსო. წამოვედი რა თქმა უნდა გაფუჭებული ხასიათით სახლში.
3 ოქტომბერს მე დამიკავშირდნენ და მთხოვეს შეხვედრა, შემხვდა 3 ადამიანი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, უნივერსიტეტს გავცდი, ქვემოთ დაღმართი და მარჯვნივ შესახვევი იყო შემდეგ, სასაფლაოები ჩანდა ორივე მხარეს და წინ ეკლესია, ღამე იყო და ეკელსია კარგად ვერ დავინახე, ნუ რაღაც მსგავსი შენობა. რომ მივედი ისინი უკვე იქ იყვნენ, მოვიდა ერთი მანქანასთან და თქვა რომ გარეთ გვესაუბრა, ვსაუბრობდით იქვე ჩემი მანქანიდან 20 მეტრში. მათმა აღნიშნეს, რომ ჩემი პრობლემების შესახებ იცოდნენ და მათ შეეძლოთ დახმარება, დეტალურად ისაუბრეს კიდევ არაერთ საკითხზე, რითაც მე მივხვდი რომ ისინი მართლაც საქმისყურში იყო და არც რიგითი თანამშრომლები არ იყვნენ, მით უმეტეს ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთს დაახლოებით 3-4 წელია უკვე ვიცნობდი და მოვყვები საიდან - სრულიად მოულოდნელად 2017 წელს დაახლოებით ღამის ორ საათზე დამირეკეს თქვენი ნახვა გვინდაო, მაშინ ვცხოვრობდი ვაჟას პირველ კვარტალში, მიუხედავად იმისა რომ ეს ზარი არ მესიამოვნა, შეხვედრაზე დავთანხმდი, არც ვინმე მტერი მყავდა და ვერც ვიფიქრე რომ ვინმე ცუდი განძრახვით მთხოვდა შეხვედრას ან რამე მსგავსი, მართალიც აღმოვჩნდი. რომ მოვიდნენ (2 ადამიანი) საუბარი არ დაგვცალდა რადგან თქვეს რომ ადამიანი არის ცუდად და დახმარება გვჭირდებაო, დაჭრილია, საავადმყოფოში ვერ გადავიყვანთ და აუცილებლად უნდა დაგვეხმაროო, მე გავაპროტესტე ის მომენტი რომ მე არ ვარ ქირურგი და არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა, შესაბამისად ვერ შევძლებდი ვერც ტყვიის ამოღებას და ვერც მდგომარეობის მართვას, ბოლოს თქვეს რომ შენს იქით სხვა გზა არ არის, შემთხვევით არ მოვსულვართო.
ავედით წყნეთში აგარაკზე 15-მდე ადამიანი იყო, რომელიც სვამდნენ, რამდენიმეს ეცვა პოლიციის ფორმა. დაჭრილი ვინც იყო ის ოთახში იყო და ორი ადამიანი იყო მასთან, მაქსიმუმ 20 ადამიანი იქნებოდა ჯამში, იმდენად განვიცდიდი სიტუაციას რომ დათვლა არ დამიწყია ნამდვილად მათი. არასდროს მქონდა მსგავსი რამ გაკეთებული და ვთქვი კიდეც, რომ ეს ჩემი პროფილი არ არის და არ ვიცი რამდენად გამომივა მეთქი, უნდა გამოგივიდესო. თქვითონ დაჭრილი არ წუხდა ტკივილისგან, უკვე მიღებული ჰქონდა სავარაუდოდ ნივთიერება რაც ტკივილის კუპირებას იწვევდა. დამატებით რაც მოვითხოვე ყველაფერი მომიტანეს, მათ შორის ის მედიკამენტებიც რაც ასე მარტივად არ არის მოსაპოვებელი, აფთიაქში არ იყიდება. ხელისკანკალით შევუდექი, რადგან არასდროს მქონდა გაკეთებული ეს, სრტუდენტობის დროს მხოლოდ მცირე ჭრილობების დამუშავების და ნაკერის დადების პრაქტიკა მქონდა, არ იყო ჩემი პროფილი და....
ვითხოვე, რომ ჩემს მეგობართან დავრეკავ მეთქი, რომელიც ზოგადი ქირურგია, გამორიცხულია ვინმესთან დარეკვაო. დღემდე არ ვიცი მაშინ რატომ ამომირჩიეს მე, არც მიკითხავს, მაშინ ამის დრო არ იყო. პარალელურად დანარჩენები აგრძელებდნენ ქეიფს, ხანდახან შემოდიოდნენ სადაც ჩვენ ვიყავით. წამოსვლის დროს მხოლოდ ამ ტიპმა წამომიყვანა (ახლა ერთ ერთი ვინც იყო ამ სამიდან, რომლებმაც დამიბარეს უნივერსიტეტის მიმდებარედ) სახლთან დამტოვა და ფული გამომიწოდა, ვუთხარი რომ ვერ ავიღებდი, რაზედაცც თქვა რომ ჩვენ ასე გვირჩევნია რომ აიღოო, რაღაც რჩევა/გაფრთხილებასავით მოაყოლა და აქ ჩამოვედი, ვნახე რა თქმა უნდა სახლში და 10 000 დოლარი იყო.
ამის შემდეგ ეს ადამიანი არაერთხელ ვნახე, მაგ ამბიდან მალევე საბურთალოს გუდვილში როცა ვიყავი შესული პროდუქტებისთვის მოულოდნელად გვერდით ამომიდგა და მშვიდობა ხომ არისო, მაშინვე ვიცანი რა თქმა უნდა, და ის ტიპი მოვიკითხე დაჭრილი ვინც იყო, კარგად არისო, მეტი საუბარი ჩვენს შორის არ გაგრძელებულა, წავიდა. ამის შემდეგ რამდენჯერ სახლში რომ მივდიოდი მიმდებარედ მხვდებოდა ხოლმე, რაღაცებს მეკითხებოდა, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ, რამდენიმეჯერ შემდეგ თანხაც მთხოვა, მესამეჯერ რომ მთხოვა თანხა რაღაცნაირად ჩავთვალე რომ, ტექნიკურად მახევდა ამ თანხებს, მაგრამ არა, რადგან ერთ დღესაც დამიბრუნა და იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი იქნებოდა ვიდრე ჩემგან წაღებული ჰქონდა, თანხის მხრივ ინტერესი რომ არ ჰქონდა მივხვდი. ამის შემდეგ რამდენიმეჯერ შემხვდა, არ ვიცი რა ინტერესი ქონდა მაგრამ, რაღაც რჩევების სახით წამოისვრიდა ხოლმე რაღაცებს, მაგალითად კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ირგვლივ იყო, ზოგიერთზე ამბობდა რომ არ არის სანდო და ფრთხილად უნდა ვიყო, ერთხელ რაღაც საქმეში ვაპირებდი ფულის ჩადებას და მაშინ გამოჩნდა თქვა რომ არ მომხდარიყო ეს... საბოლოოდ აღმოჩნდა რომ მართლაც ცუდი რამ გამოვიდოდა რომ გამეკეთებინა, თუმცა ეს ყველაფერი ჩემს შესახებ იცოდა ისე რომ მე არ მიმიწოდებია ინფორმაცია, დროთა განმავლობაში ეს ადამიანი ჩემთვის გადაიქცა სანდო ტიპად, მიუხედავად იმსა რომ სახელიც არ ვიცოდი მისი, დღესაც არ ვიცი, როცა ვითხე - პირობითად იყოს ლევანი, ისე ეგ არ მქვიაო, აღარც მიკითხავს შემდეგ არასდროს.
მანამდე კი კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ შევხვდი მოულოდნელად, ყაზბეგის დასაწყისში, როცა კაფე კანაპედან გამოვდიოდი, წინასაარჩევნოდ 2 სხვადასხვა პარტიიდან დამირეკეს და მთხოვეს მათი პარტიის სახელით მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და როცა დავუზუსტე რომ პოლიტიკით არ ვიყავი დაინტერესებული ამ ეტაპზე და არცერთი პარტია არ მაინტერესებდა, გასაგებიაო, ბოლოს კი როცა მანქანიდან გადმოვდიოდი - ჭკვიანი ბიჭი ხარ და შენი გონიერების იმედი მაქვსო, სავარაუდოდ დაგიბარებენ ამ ამბავზე და შენც რაც ჩემთან თქვი იგივე თქვი მათთან და ამით მორჩება ყველაფერიო. ეს იყო და ეს, თუმცა ამ შეხვედრის დროს არ გამიკეთებია ხაზგასმა წინა შეხვედრის, რადგან დანარჩენ ორს არ ვიცნობდი, ამასაც ჩვეულებრივ მივესალმე როგორც დანარჩენ ორს, და არა როგორც ნაცნობს. მთლად ეგეთი სულელიც არ ვარ რომ ვერ მიმხვდარიყავი, რომ ეს დახმარება, რაზედაცც ახლა საუბრობდნენ უსასყიდლოდ არ იქნებოდა და პირდაპირ ვკითხე რას ითხოვდნენ ამის სანაცვლოდ, მოვისმინე შემდეგი - ისინი მომაწოდებდნენ სეზონური გრიპის ვაქცინას რომელიც მე უნდა გამესაღებინა და მათთვის მიმეცა მათი კუთვნილი თანხა ვაქცინიდან. 55 ლარი იყო ამ ვაქცინის ერთეულის ღირებულება, ანუ თვითონ რასაც ითხოვდნენ და მათმა აღნიშნეს, რომ მე შემეძლო დამემატებინა ღირებულებაზე, მაგალითად გამეყიდა, ანუ კლინიკას პაციენტისთვის გამეკეთებინა 65 ლარად ან 70 ლარად, მოკლედ არ ვიზღუდებოდი, მთავარია მათთვის მიმეცა თავიანთი წილი 55 ლარი.
ამ ვაქცინის შემოტანა ისედაც მინდოდა და აღნიშნული დროისთვის ჯერ ვერ ხერხდებოდა, რადგან შემომტანი ვინც არის ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინის მათ ჯერ არ ჰქონდათ და არ იცოდნენ როდის შემოიტანდნენ, ამათმა შემოთავაზებამ რა თქმა უნდა დამაინტერესა, რადგან ჩემი კლინიკა იქნებოდა პირველი რომელიც შეთავაზებდა ამ ვაქცინას პაციენტებს, სხვაგან ფაქტობრივად ჯერ არ იყო, გარდა დაავადებათა კონტროლისა, რომელსაც მხოლოდ იმ ეტაპზე ე.წ რისკჯგუფებისთვის ჰქონდა განკუთვნილი და არა ყველა მსურველისთვის, ისიც აღნიშნეს რომ ვერ მოხდებოდა შესყიდვის ოფიციალურად გაფორმება, თუმცა ამ დეტალზეც არავინ რომ არ მომედავებოდა ესეც ხაზგასმით აღნიშნეს, იხუმრეს კიდეც - ბუღალტერია და აღრიცხვა მაინც არ გიყვარსო.
ჩემი ტელეფონი რომ ისმინებოდა ეს ვიცოდი, ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ დავინტერესდი ამ ვაქცინების წარმომავლობით, ანუ მაინტერესებდა საიდან მაწვდიდნენ ამ ვაქცინებს. დავიწყე მოკითხვა შემომტან კომპანიებთან, ვრეკავდი ჩემი კლინიკის ქალაქის ტეელფონიდან, მაგალითად ავერსში, ჯიპისიში და ა.შ ვკითხულობდი ჰქონდათ თუ არა შემოტანილი, ან როდის აპირებდნენ შემოტანას, გამომდინარე იქიდან რომ არცერთმა მათგანმა არ დაადასტურეს აღნიშნული ვაქცინის შემოტანა, ე.ი ფაქტობრივად არ იყო ქვეყანაში, შესაბამისად ჩემი ვარაუდით მე ჩავთვალე, რომ ეს იყო იმ ვაქცინების ნაწილი, რომელიც დაავადებათა კონტროლს ჰქონდა რისკჯგუფებისთვის, და ვიფიქრე რომ ალბათ ყველა ადამიანი რადგან არ მიდის თუნდაც რისკჯგუფებიდან ამ აცრებზე, შესაბამისად რაც რჩება ცდილობენ იმ ნაწილის გასაღებას, ოღონდ არაოფიციალურად (ასეთი რამ არაერთი ჰქონდათ განაკეთები, მაგალითად როგორც გაყიდეს კოვიდის ვაქცინები პირველი პარტია როცა შემოვიდა და ა.შ) მოკლედ მე დავთანხმდი ამ ყველაფერს, რადგან ცუდი და მავნებლური არაფერი არ ჩანდა ამ საქმეში და დავაანონსე აცრის შემოტანა, ვაქცინაცია კი 25 ოქტომბრიდან დაიწყებოდა და ის ეღირებოდა 65 ლარი, ანუ 10 ლარი დავამატე მათ მიერ განფასებულ ვაქცინას.
სამი დღის შემდეგ ისევ მთხოვეს შეხვედრა, ზუსტად იგივე ადგილზე შევხვდით, უბრალოდ ის ჩემი ნაცნობი აღარ იყო ამ შეხვედრის დროს, განსხვავება ის იყო რომ გზის მოპირდაპირე მხარეს ვიდექით და ამ შეხვედრაზე ცვლილების სახით დააზუსტეს შემდეგი, პირველი ის რომ ვაქცინიდან 55 კი არა 65 ლარს ითხოვდნენ (როგორც აღნიშნეს კიდევ ერთ ადამიანს უნდა ერგოს თანხაო) და მეორე ის რომ ვაქცინაცია არა 25 ოქტომბრიდან, არამედ 20 ოქტომბრიდან უნდა დამეწყო, ამ ცვლილებასაც დავეთანხმე, რადგან არ იყო მოუგვარებელი აქ რაიმე. ჩემი კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა ჩასწორება წინა განცხადების, რომ ვაქცინაცია დაიწყებოდა 20 ოქტომბრიდან და ღირებულება იქნებოდა 75 ლარი ნაცვლად 65 ლარისა, რადგან 65 ლარს თვითონ ეს ადამიანები ითხოვდნენ თითოეული ვაქცინიდან.
მესამედ მე მათ შევხვდი 17 ოქტომბერს ისევ ღამით, დაახლოებით 01:20 საათზე (ანუ უკვე 18 ოქტომბერს), ისევ იმ ადგილზე, დაზუსტდა ისევ რიგი დეტალები, თუმცა რაიმე ცვლილება მათ არ მოუთხოვია. თქვეს რომ ვაქცინების გადმოცემის კოორდინატებს გამომიგზავნიდნენ 20 ოქტომბრის ღამის 01:00 საათისთვის (მე აქ უცნაური არაფერი შემიმჩნევია, რადგან ვხვდებოდი ისედაც რომ არ ხდებოდა ამ ავქცინების მათი მხრიდან ოფიციალურად გაწერა და ვფიქრობდი რომ არ უნდოდათ საჯაროდ ხალხმრავალ ადგილზე მისი გადმოცემა). დათქმულ დროს მართლაც მომივიდა ჩემს უკრაინულ ნომერზე (ამ ნომერზე მიკავშირდებოდნენ, და ეს ნომერი მქონდა როცა უკრაინაში ვიყავი და იქიდან მოყოლებული, და ასევე ქართული ნომერიც) კოორდიტანები და google map ის მეშვეობით დავადგინე რომ აღნიშნულ ადგილამდე მანქანით მისასვლელად მჭირდებოდა 30 წუთი, ამ დროს ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ, იაგუარი მყავდა გამოყვანილი და ბიჭები ვსაუბრობდით, იქვე რესპუბლიკურის წინ ავტოსადგომზე.
წავედი სახლში გადავჯექი მეორე ავტომობილში და წავედი მათთან შესახვედრად, ეს გზა იყო ქავთარაძის ქუჩიდან უნივერსიტეტისკენ ასახვევი, თუმცა არ ჩავსულვარ უნივერსიტეტისკენ პირიქით მარჯვნივ შესახვევს აჩვენებდა და იქ შევედი, გზა საკმაოდ ვიწრო იყო და კორპუსებს შორის გადიოდა, გავიარე ეს გზა შემდეგ ტყე იყო ორივე მხარეს, რაღაც მანძილის შემდეგ მარცხენა მხარეს რამდენიმე შენობაც შემხვდა, სავარაუდოდ რესტორანი, ამ ყველაფერს გავცდი, მომიხდა ხიდზე გადასვლა და მალევე მარცხნივ შევუხვიე, მოსწორებული სივრცე იყო ჩვეულებრივად, ქვაფენილის გარეშე. რუკა მიჩვენებდა მარჯვნივ ქვემოთ ჩასასვლელს და ჩავედი იქ. წინ მანქანა იდგა მართლაც თითქოს გზა რომ ჰქონდა გატაკეტილი იმ ფორმით, ჩემი მანქანის შუქზე რაც დავინახე იმათი მანქანის იქით უკვე იყო რკინის კარები და სინის ღობე, შენობაც ჩანდა. ზოგადად ჯამში სულ საუბარი იყო 7 000 ვაქცინაზე, თუმცა პირველად როგორც თქვეს მოტანილი აქვთ 500 ცალი, დანარჩენს მომაწვდიან ეტაპობრივად. როცა ყუთი გადმომცეს, მე გარკვირვებული ვიყავი, იმიტომ რომ ეს არ იყო რაიმე გადასატანი ყუთი, როგორც მაცივარი ან რაიმე მსგავსი, ეს იყო ჩვეულებრივი კარდონის ყუთი და მე მაშინვე გავამახვილე ყურადღება ამაზე, ერთ-ერთმა მიპასუხა - ეგ ყველაზე მინიმალური პრობლემა არის არსებულ პრობლემებს შორისო.
ყუთი მაშინვე არ გამიხსნია და არ დამითვალიერებია, თქვეს - მოკლედ ეს ვაქცინა არის და ეს უნდა გაკეთდეს და ყოველ შემდეგს მომაწვდიდნენ დილის 4 საათზე ისევ, გაიმეორეს - ეცადე პრობლემა არ შეგვექმნას არც ჩვენ და არც შენო, ისედაც არ გაკლიაო. გავატანე თანხა 24 000 ლარი, გარკვეული თანხა რაც წინასწარი ჯავშნებით იყო შემოსული და დანარჩენი მე დავამატე, 32 500 ლარი უნდა მიმეცა, ანუ 500 ერთეულის თანხა, თუმცა არ იყო გამოყენებული ჯერ ეს ვაქცინები და ვერ მოხერხდა ყველას წინასწარ მიცემა.
იქ დაახლოებით 10-15 წუთი შევყოვნდი და დილის დაახლოებით 05:00 საათზე უკვე კლინიკაში ვიყავი ამ ჩემივე ყუთით, როგორც კი მოვედი ყუთი გავხსენი, უფრო სწორედ ზემოდან რაც ეფარება ის ფრთები ავხსენი თორემ ისედაც გახსნილი იყო, დალუქული არ ყოფილა, იქ ნამდვილად ვაქსიგრიპის ვაქცინა იყო, თუმცა სარეკომენდაციო გამოსაყენებელ პერიოდად, ისიც შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში მითითებული იყო 2020 წლის მარტამდე.
ეს იყო ძალიან მოულოდნელი და გამახსენდა მისი სიტყვები, როცა უმაცივროდ მოტაანზე მივუთითე, როცა მიპასუხა ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემა არის არსებულს შორისო. მე ჩავთვალე რომ ეს იყო მახე (ანუ თავიდან მეგონა რომ პირადად მე მიჩალიჩებდნენ და ცოტა ხანში ვიფიქრე რომ საგამოძიებო უწყება დამადგებოდა, და იტყოდნენ რომ აი ვადაგასული ვაქცინები აღმომიჩინეს) თითოეული ვაქცინა ვერ დავათვალიერე, თუმცა არათანმიმდევრობით 30 ცალამდე ვაქცინა ვნახე, ყველა მათგანი აღმოჩნდა ვადაგასული, რამაც ძალიან გამანერვიულა, ვიყავი დაახლოებით იმ მდგომარეობაში, როცა კონცენტრირება გიჭირს ადამიანს ერთ საკითხზე, ქაოსურად რაღაც ხმები გესმის, რომელიც აზროვნებაში ხელს გიშლის, ერთადერთი რაც მოვიფიქრე ეს ყუთიდან გადმოვყარე ნაგვის სამ ცელოფანში, მანქანით წავედი და ვაგზლის მიმდებარეთ ნაგვის სხვადასხვა ურნაში ჩავაგდე, კი ამოვისუნთქე მაგრამ ეს იყო დაბნეულობისგან მომენტალური ამოსუნთქვა, რადგან კლინიკაში როგორც კი მოვბრუნდი მაშინვე გამახენდა რომ ეს კი გადავყარე მაგრამ, სამაგიეროდ ვაქცინა აღარ მაქვს, დილის 9-10 საათიდან კი უკვე პაციენტების მოსვლა დაიწყება. კლინიკაში მობრუნებულმა თვითონ ეს ვაქცინები რაშიც იყო ის ყუთი გავიტანე, შორს არ წამიღია კლინიკის მარცხენა მხარეს გზის მოპირდაპირედ ჩავაგდე სანაგვეში. ზოგადად ვერასდროს ვერაფერზე ვერ ვხუჭავ თვალს ემოციურად და ყველაფერს განვიცდი, ელემენტარულზეც კი ვრეაგირებ ხოლმე და ახლა მითუ მეტეს ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდი, იმდენად სტრესში ვიყავი რომ წყალსაც კი არ ღებულობდა ორგანიზმი რომ მომესვა. მათთან მიმოწერის შედეგად მხოლოდ ის მივიღე, რომ ვადაგასაული რომ იყო ვაქცინა დახმარება ამიტომაც სჭირდებოდათ ჩემი, ისევე როგორც ისინი უნდა დამხმარებოდნენ, ეს არის წინა წლის ვაქცინა, კოვიდიზე იყო ყველა გადართული და ამიტომაც ვერ გაკეთდა წინა წელს, როგორც თქვეს.
ძალიან რაღაცნაირი გამოვედი კლინიკიდან, წავედი სახლში, ვიბანავე და გამოვედი ისევ კლინიკაში, ჯერ კიდევ არავინ იყო მოსული თანამშრომლებიდან.
ამ დროს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ არავის დავურეკე ასეთ მომენტში, ერთი თანამშრომლისთვის ან მეგობრისთვის რომ დამერეკა, რომელიც მშვიდი გონებით იქნებოდა, აუცილებლად დამეხმარებოდა, რადგან მე ამ სტრესის ფონზე, ერთი პრობლემის მოგვარება, ახალი პრობლემის საფუძვლით გადავწყვიტე და მოვიფიქრე სისულელე - ის, რომ მოსული პაციენტებისთვის გამეკეთებინა C ვიტამინი, ვაქცინის ნაცვლად, იმიტომ რომ ვაქცინა ფაქტობრივად არ მაქვს და ამ ადამიანებს კი წინასწარი ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული. მე მქონდა აფთიაქი ასევე რომელიც მისამართს იცვლიდა და რომელიც დროებით იყო დახურული და მასში არსებული მედიკამენტები ინახებდოდა სწორედ მაგ კლინიკის ერთ-ერთ ოთახში, სანამ ახალ ლოკაციაზე გავხსნიდი აფთიაქს, ამიტომ კლინიკაში ბევრი იყო C ვიტამინის ამპულები, შესაბამისად გადავწყვიტე მისი გაკეთება პაციენტებისთვის, რადგან ყველაზე უსაფრთხო და არამავნებლური ეს იყო. ჩემი მიზანი გახდა, როგორმე ის ერთი დღე ჩამემთავრებინა შემდეგ ჯერზე კი როცა ისევ გადმომცემდნენ ამ ვადაგასულ ვაქცინებს, როგორმე ჩამეწერა ეს მომენტი ტელეფონით, რაც უკვე იმის საშუალებას მომცემდა რომ მათი დაკვეთა აღარ შემესრულებინა და კლინიკის თანხების გაფლანგვის შეხსენებით არ მომხდარიყო ჩემი გამოყენება.
დილის 9 საათისთვის მოვიდა რეგისტრატორი, თუმცა მე უკვე კაბინეტში ვარ და ოთახში დავდივარ წინ და უკან. როცა პაციენტებმაც დაიყეს მოსვლა რა თქმა უნდა ჩაწერილი იყო ისინი და უკვე რიგი დადგა, მაქსიმალურად გამყავდა დრო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მიმეღო დღის განმავლობაში და როგორმე სამუშაო დღე დასრულებულიყო. თუმცა ამის ფონზე ასევე ჩხუბობდნენ და საყვედურით საუბრობდნენ კაბინეტთან დერეფანში რიგში მდგომი ადამიანები, ისინი 5 წუთის შუალედით იყვნენ ჩაწერილები და მე დაახლოებით 20 წუთი მჭირდებოდა. თანამშრომლებმა რომლებმაც შემოვიდნენ და მითხრეს რომ დამეხმარებოდნენ, მათ შორის ექთანმა, მე მათ ვუთხარი უარი და გავუშვი ოთახიდან, რადგან არ მინდოდა ამ გაურკვევლობაში და შარში ვინმე გამეხვია, მათმა არაფერი არ იცოდნენ რაც ხდებოდა. უფროსი ასაკის ადამიანებთან კიდე მარტივად გავაკეთე ეს C ვიტამინი, მიუხედავად იმისა რომ ნერვიულობიდან ხელი შესამჩნევად მიკანკალებდა, მაგრამ როგორც კი ბავშვი დავინახე შემოსული აცრაზე, ძალიან ცუდად გავხდი, უკვე ხელისკანკალს არ დავეძებ, ცუდად ვიყავი, ხან ვიღიმი უაზროდ, ხან ისეთ რაიმეს ვამბობ რაც კავშირში არ არის რეალობასთან, პირი კი არ გამიშრა, ენის მოძრაობაც კი მიჭირდა უკვე, ექთანს დავუძახე რომ წყალი დამალევინე მეთქი, წყალი კი დავლიე მაგრამ რას მიშველიდა. ზოგადად ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ტირილსაც რომ ვისმენ ბავშვის ცუდად მოქმედებს, არ შემიძლია. სამი ბავშვი იყო სულ, აქედან ორისთვის საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, არც ის ვიტამინი, კარგად თუ გაიხსენებენ თვითონაც დაადასტურებს მშობლები და ასევე ერთ ქალბატონს, ონკოლოგიური პრობლემით იყო და არც იმისთვის არ გამიკეთებია არაფერია.
შემდეგ მოხდა ის, რაც ყველამ ნახეთ, რა თქმა უნდა არანაირი ვაქსიგრიპის ფლაკონი არ არსებობდა და ვერ ვაჩვენებდი ვერავის და გაგრძელდა ისე ყველაფერი, როგორც გაგრძელდა... ბევრი რაღაც დაიწერა და ითქვა, თუმცა რა თქმა უნდა იმ მომენტს, როცა გადავყარე ვადაგასული ვაქცინები, სწორად მივიჩნევ და ასევე... რა თქმა უნდა ის რაც გაკეთდა იყო C ვიტამინი, რა თქმა უნდა ახალი შპრიცი იყო გამოყენებული თითოეულ პაციენტთან და არცერთი პროცენტი არ არსებობს იმის რომ ამ მანიპულაციით რაიმე ზიანი მიადგეს ვინმეს ჯანმრთელობას გარდა იმ ფსიქოლოგიური სტრესისა რაც მათმა მიიღეს, რადგან მე მესმის როგორია, მიხვიდე ექიმთან და აღმოჩნდე მსხვერპლი დიდი ტყუილის, უბრალოდ მე იმ მომენტში ჩავთვალე რომ ეს იყო საუკეთესო გამოსავალი და დავაშავე რადგან, მაშინვე უნდა დამერეკა ჩემი კოლეგისთვის, თანამშრომლისთვის, რომელიც საღი გონებით დამეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და არა ის რომ ერთი პრობლემა ახალი მცდარი ქმედებით გადამეფარა.
ერთადერთი რაზედაც გულიმწყდება ამ ადამიანების ამოღება ვერ მოვახერხე, როგორმე ამ მომენტიდან, როცა დავაფიქსირე რომ ავქცინა ვადაგასული იყო, მაშინვე რომ მეთქვა ეს ყველაფერი საჯაროდ, მაინც მე მომიბრუნდებოდა ცუდად, მე დამაბრალებდნენ საიდან მქონდა ეს ვაქცინები, რადგან მათ შესყიდვას ვერ დავადასტურებდი დოკუმენტით.
თანხაზე მაშინ არ ვყოფილვარ დახამებული, როცა პურის ფულიც არ მქონდა, ყველაფერს რასაც მივაღწიე იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომა და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, არავის საკუთრება არ მიმითვისებია, პირიქით, ნებისმიერ ადამიანს ვეხმარებოდი, განურჩევლად იყო ახლობელი თუ უცნობი, ყველა დეტალი შემიძლია დავამტკიცო და ასევე მე მხოლოდ ერთი ადამიანის გადადგომა არ მომითხოვია და გელოდებით დანარჩენებსაც, სანამ.... ყველა შეხვედრის ჩანაწერი მაქვს და რა ვიცი, ხასიათები მეცვლება ბოლო დროს ხშირად, არც ის ვიცი საიდან დავიწყებ.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, სულ ტყუილად ირჯებით როცა მთხოვთ პირდაპირეთერში თქვენთან გავაკეთო კომენტარი, რისი თქმაც მომინდება და რა დოზით, ან როდის ამას მე გადავწყვეტ, არ არის ეს რაიმე სასიხარულო საქმე, სტრესი მიიღო ძალიან ბევრმა ადამიანმა და... მე დამნაშავე რომ ვყოფილიყავი მაგ საქმეში, ცოტა სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი, და იქ არ ვიქნებოდი ახლა სადაც ვარ. არც ისე მინდა გაიგოს ვინმემ, რომ საერთოდ უდანაშაულოდ ვაცხადებ თავს, მე უბრალოდ დაბნეული ვიყავი იმდენად, რომ ვერ მოვიფიქრე ეს ხალხი, როგორ ამომეღო კონკრეტული მომენტიდან და ისიც ამეცილებინა რაც გაკეთდა ვაქცინის ნაცვლად.
ხო, კიდევ ის რომ დიახ წამოვედი, რადგან არ მინდოდა ასეთ სისტემასთან თავისმართლება, რომელიც სიმართლეს კი არ გამოიძიებდა, არამედ მხოლოდ მე ვიქნებოდი დასჯილი ბოლოს, თან რომ დამაკავებდნენ შემდეგ ვერაფრის დამტკიცებას ვერ შევძლებდი, შემეშინდა ისეთი მოსამართლეების, რადგან 6 მოსამართლე მკურნალობდა ჩემთან როგორც ფსიქიატრთან და მათი ფსიქიკური მდგომარეობა რომ ვიცოდი, ამის ფონზე სასამართლოზე შექმნილი წარმოდგენისაც შემეშინდა (ბოდიშს ვიხდი რა თქმა უნდა არავის დასახელებას არ ვაპირებ, ისინი იყვნენ პაციენტები და რაიმე სხვა ტიპის შეხება არ მქონია მათთან, უბრალოდ ასეთი სისტემა გაშინებს საბოლოოდ, როცა იცი რომ ვინ არიან ამ სისტემაში და მათი ფსიქიკური მდგომარეობა იცი).
დიახ, დავთანხმდი ქვეყნიდან გაყვანას რაც შემომთავაზეს, გული მწყდება ადამიანებზე, ნაცნობებზე, რომლებსაც იმდენად ხშირად ვეღარ ვნახავ სხვა დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი. ხო კიდევ ის რომ არაერთმა უსინდისომ ცინიკურად მომწერეთ, რომ ალბათ დაკავებული ხარ და იმიტომ ვერ შემოდიხარ ფეიბუქზეო, ბოდიში - არ ვყოფილვარ დაკავებული და საბოლოოდ ვისაც დააკავებენ, ის შეგიძლია მოიკითხო შემდეგ. თორე მე როგორი ექიმი ვიქნები მაგას სადაც არ უნდა ვიყო ისედაც დაინახავს ყველა.
ყველაზე დიდი ბოდიში ჩემს დას, რომელიც სრულიად მოულოდნელად, გაეხვა დიდ შარში, რადგან არსებულ მისამართზე კლინიკა მის სახელზე მქონდა რეგისტრირებული, თვითონ ერთხელაც კი უბრალოდ ნამყოფიც კი არ იყო ამ კლინიკაში, მისამართიც კი არ იცოდა სად მდებარეობდა, უბრალოდ კომპანია მქონდა მის სახელზე რეგისტრირებული, რომელსაც ვმართავდი მე. ბოდიში მეგობრებს და ოჯახისწევრებს, ბოდიში ჩემს თანამშრომლებს, ასეთი მოულოდნელი ცუდი ამბისთვის, რადგან არავინ არ იცოდით არაფერი და ვერ მოვიფიქრე რომ დახმარება მეთხოვა რომელიმესთვის, სწორი აზრის მოწოდების კუთხით. ბოდიში იმ პაციენტებს, რომლებსაც ამხელა ფსიქოლოგიური სტრესი გხვდათ და ვფიქრობ რომ მალე თუ არა, რაღაც პერიოდის შემდეგ სადღაც შევხვდებით ალბათ და საშუალება მომეცემა ნორმალური ფორმატით გავიცნოთ ერთამენთი.
მადლობა ჩემს იმ მეგობრებს, რომელთა შეტყობინენები მხვდება გამოგზავნილი, რომლებმაც არ დაიჯერეთ რომ ამხელა თაღლითურ რამეს მოვიფიქრებდი, რაც თქვენი მონაწერებიდან ჩანს, მადლობა და ბოდიში თქვენ.
ბევრმა ადამიანმა, არაერთი სისულელე თქვით, თუმცა თქვენ არ გპასუხობთ, ვთვლი რომ, შური გალაპარაკებთ და თითქოს რომ წაქცეული დამინახეთ, ამით იხეირეთ, თუმცა არ წავქცეულვარ, რაც გინდათ ის გააკეთეთ თქვენ, მათ შორის ისაუბრეთ თუგინდათ ჩემზე. არ მომკვდარვარ და პასუხის გაცემა ყველასთვის შემიძლია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დამაბრალეთ რომ თითქოს ეს ქონება ნარკოტიკების ვაჭრობით დავაგროვე, არაერთ ადამიანს რომ იცნობთ თითქოს ვისთვისაც ნარკოტიკი მიმიყიდია, ლეგენდების მოყოლა რომ დაიწყეთ.
მე მყოფნის იმ ათასობით მადლიერი პაციენტის მადლობა, რომლებთანც ჩემთან შეხება ჰქონიათ და აქვთ, მადლობა ღმერთს რომ უმარავი ადამიანი აღმოჩნდა ირგვლივ, რომელსაც ოდნავაც არ შეპარვია ეჭვი ჩემს ადამიანობაში. რაიმე ქონება თუ მაქვს, მეკუთვნის მე და არცერთი ადამიანის არც სახლში და არს სულში არ შევჭრილვარ არასდროს.
ზოგმა ისიც თქვით ხან სად მუშაობდა ხან სადო, ვიღაცას ტაქსის მძღოლადაც ვუნახივარ, ამ ტიპის სიზმრები ისე მთლად კარგი არ არის, ისე კი ტაქსის მძღოლებს არ ვერჩი არაფერს და დასაძრახი არ არის მათი პროფესია, არც არის ჩემი სტილი ოროსან მოსწავლესთან დიალოგში შესვლა, რომელსაც თავის დროზე მისთვის სასურველი ნიშანი არ დავუწერე, გაბოროტებული ხომ ხარ, გასაგებია, მაგ კონკრეტულ ამბავზე კიდევ თავს შევიკავებ და რაღაცებს არ ვიტყვი, დაზოგვის ღირსი არ ხარ თუმცა მე არ ვიკადრებ. არსად სადაც ვმუშაობდი საყვედური არ მიმიღია და როცა მოვდიოდი სამსახურიდან, მთხოვდნენ რომ დავრჩენილიყავი, ეს დირექტორები ყველა ცოცხალია და მარტივია გადამოწმება. დიხ, მე მაქვს რამდენიმე დიპლომი, გარდა სამედიცინო განათლებისა ასევე ვარ ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი, ბადკერის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის (BINP) მეცნიერ თანამშრომელი, ვლადიმერ ბეხერევის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორი, ასევე საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, როგორი ექიმი ვიყავი და ვარ ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ნებისმიერ პაციენტს, რომელთანაც შეხება მქონია თუნდაც ერთხელ და მათთვის სიკეთის, პატივისცემის და უანგაროდ მსახურების მეტი არაფერი გამიკეთებია. და მართლაც მუდმივად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ჩემზე რაიმეს არ უნდა ამბობდეთ.
როგორც ექიმი ყოველთვის ვიქნები ამაყი, რადგან არასდროს ჩემი ქმედება პაციენტის ან ვინმეს მიმართ ჩემგან გამიზნულად - მავნებლურად არ ყოფილა მიმართული“,- წერს ექიმი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა