მას შემდეგ რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, მისი შემცვლელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება. ერთ-ერთი მოსაზრებით შესაძლოა, მინისტრის თანამდებობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა დაიკავოს.
პარალელურად ოპოზიციის მომხრეები სოციალურ ქსელში მათთვის მისაღებ კანდიდატურას ასახელებენ. ერთ-ერთი ასეთი კი სტომატოლოგი სოფო ჯაფარიძეა. სამოქალაქო აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გიგა მაქარაშვილი სოფოს ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„წამით ეს გოგო წარმოიდგინეთ ჯანდაცვის მინისტრად, თქვენც გაგითბათ გული“.
საპასუხოდ ამავე პოსტის კომენტარებში სოფო ჯაფარიძემ მაქარაშვილის ასე უპასუხა- „ჩემო სიცოცხლე, როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე“.
ცნობისთვის, სამთავრობო გუნდს ჯანდაცვის მინისტრის შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია. ერთ-ერთი ვერსიით მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზი უვადო კოვიდპასპორტები გახდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია“ - ალექსანდრე გოგინავა
🔵„იღლიები გაქვთ გამომწვარი?“ – LIDER TV-ის შემქმნელების ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა
🔵„ომიკრონმა“ ინტერგენომური თამაშები დაიწყო და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული