საქართველოს მესამე
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი, რომელიც გორის
სამხედრო ჰოსპიტალში
იმყოფება, ჯანდაცვის
მინისტრის, ეკატერინე
ტიკარაძის გადადგომას
ეხმაურება და მას მადლობას
უხდის.
„მივმართავ ხელისუფლებას
სასწრაფო და მკაცრი ზომები
იქნეს მიღებული:
სავალდებულო აცრა რისკ
ჯგუფებისთვის,
კოვიდპასპორტების
შემოტანა საჯარო
სივრცეებში შესვლისთვის
და თუნდაც ფასიანი
მკურნალობა აუცრელი
ადამიანებისთვის“, - ამის
შესახებ პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა
საგანგებო ბრიფინგზე
განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ
თბილისში და იმერეთის
რეგიონში, ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების
დამზადების და
გამოყენების ფაქტებზე, 12
პირს ბრალდება
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 362-ე
მუხლის პირველი ნაწილით
წარუდგინა. აღნიშნულ
ინფორმაციას საქართველოს
პროკურატურა ავრცელებს.
კოვიდპასპორტების და
კორონავირუსის
ლაბორატორიული კვლევის
ყალბი დოკუმენტების
დამზადებისთვის თბილისსა
და იმერეთის რეგიონში
პასუხისგებაში მიეცა ცხრა
პირი, მათ შორის ერთი
დაკავებულია.
ჯანდაცვის მინისტრმა
ეკატერინე ტიკარაძემ
„იმედის ეთერში“, გარკვეულ
ადგილებში მწვანე და
წითელი კოვიდპასპორტების
შემოღების შესაძლებლობაზე
და ასაკოვან ჯგუფში
ლეტალობის მაჩვენებელზე
ისაუბრა.
სოციალური ქსელის
მომხმარებელი, ნინო
ქოქოსაძე პოსტს აქვეყნებს
და წერს, რომ ქუთაისში
კოვიდპასპორტები
ყალბდება. მისი თქმით,
აღნიშნული ინფორმაცია
შესაბამის უწყებებს უკვე
აცნობეს.