მუსიკოს ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. ის თვეებია მძიმე სენს - ფილტვის კიბოს ებრძვის. ამ ხნის მანძილზე მას მეუღლე, ზურა ხაჩიძე და შვილი - ნინი ქარსელაძე უდგანან გვერდით.
„დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ხათუნა საკუთარ თავს უმღერის.
ვიდეოში დიზაინერი ავთდანილ ცქვიტინიძე და მისი მეუღლე ჩანან.
ამონარიდი ინტერვიუდან:
„მკურნალობის პირველი ეტაპი ისრაელში ჩავამთავრე. მეტასტაზები ალაგდა. ის დაავადება, რაც იყო, დაპატარავდა და გამარჯვების პირველი ეტაპი გავიარეთ. უნდა გამეგრძელებინა თბილისში თერაპია, გადასხმები, რითიც დარჩენილ დაავადებას გავაკონტროლებდით და გავყინავდით დიდი ხნის განმავლობაში. მერე ზურამ ჩემი ავადმყოფობა გაასაჯაროვა, რაზეც მე ძალიან გავბრაზდი და მეწყინა. არ მიყვარს, როდესაც მიცოდებენ და ვიშვიშებენ. პანდემიის პერიოდში უმძიმესად ვიყავი, თითქმის კვირაში ერთხელ სასწრაფოთი მივყავდი საავადმყოფოში.
მას მერე, რაც ზურამ გაასაჯაროვა ავადმყოფობის შესახებ, ჩემს ტელეფონში დაიწყო ესემესების გამოგზავნა. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღეს პირველად ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი, სიყვარულით სავსე ესემესი გამომიგზავნა, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ თქვენ, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეთ. თქვენმა გამოგზავნილმა ესემესებმა და სიყვარულით სავსე წერილებმა ფეხზე წამომაყენა.
გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები, ანუ ძალიან მაგრად. შევეჭიდე და შევებრძოლე ამ ჩემს ავადმყოფობას მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიარული მიჭირს, ცოტა – სხვა რამ. ერთობლიობაში ბევრია, რაც ამ წუთას მაწუხებს, სანამ ჩვენ მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავალთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადასხმები შევწყვიტეთ და ამ წუთას იმუნოთერაპიის მეორე ეტაპზე გადავედი, რომელიც ავსტრიაში უნდა გაკეთდეს. ეს არის კლინიკა, სადაც 100-პროცენტიან განკურნების გარატიას გვაძლევენ და ამ დაავადების საბოლოო დამარცხების”, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი ქმარი
შოკოლადი თუ სამშობლო? ბლიც-ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან
ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
ქალების უმრავლესობა ორგაზმს ვერ განიცდის - რჩევები ზურაბ მარშანიასგან 40+ ქალებს