Digest Logo

VIDEO: ოხ, კორონავირუსო… როგორ არ მინდა ჩასვლა – თემურ წიკლაურის ემოციური სიმღერა, რომელიც გარდაცვალებამდე შეასრულა

1612416171
თემურ წიკლაური - მომღერალი

75 წლის ასაკში ქართული ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიას” წევრი, თემურ წიკლაური დღეს 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი გახდა, ის ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ექიმები და საყვარელი ადამიანები იმედს არ კარგავდა, რომ ბატონი თემური კორონავირუსს დამარცხებდა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა თემურ წიკლაურის ვიდეო, რომელიც პანდემიის პერიოდშია გადაღებული.

„გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ", - სიმღერის შესრულებისას წიკლაური კორონავირუსს აგინებს და მსმენელს ემოციურად ემოციურად მიმართავს.

„აბა მე ვინ შემიცოდებს, უსაქმურად ვაგდივარ, ოხ, კორონავირუსო, შენი დედა ვატირე...

გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ… ეჰ, ჩავდივარ, ჩავდივარ... როგორ არ მინდა ჩასვლა, ვერ წარმოიდგენთ, ვერ წარმოიდგენთ…".- მღერის მომღერალი.

მომღერალს დღეს, 4 თებერვალს დაკრძალავენ.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის... ვერ გაუძლო არწივმა... - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები ეხმაურებიან

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

ვინ არის მაკა ასათიანის დისშვილი - „აფხაზი პრინ­ცე­სა“, რომელიც ნიაზ დიასამიძის ვაჟზეა შეყვარებული