„სოკო არის ძალიან მრავალფეროვანი რამე, უამრავი სახეობა არსებობს და შეიძლება უამრავნაირად მომზადება, მაგრამ არა დედამო@@@ლი კეცზე ზედ დალაგებული სულგუნით, არა, არა და არა და ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტორესა მოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩემი დაკვირვებით, თუ რესტორანში მენიუში წერია სოკო კეცზე და არსადაა მიწერილი რომელი სოკო, აუცილებლად მოგიტანენ სათბურში გამოზრდილ ქამა სოკოს, ზედ დალაგებული სულგუნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგ რესტორანში ჭამა არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა წამოხვიდეთ.
რადგან ვინმე იკითხავს რატომო, ახლავე მოგახსენებთ მიზეზსაც: სათბურში გაზრდილი ქამა სოკო, არის ყველაზე უარესი სოკოთა შორის. საკუთარი თავის პატივისმცემელი კულინარი, მაგას არ მოამზადებს, მაგრამ თუ მოამზადებს, არავითარ შემთხვევაში ისეთ სისულელეს არ იზამს, როგორიცაა ქამა სოკოს შეწვა და ზედ სულგუნის დალაგება. ყველაზე უარესი კომბინაციაა, რაც შეიძლება წარმოიდგინო.
სოკო არის ძალიან მრავალფეროვანი რამე, უამრავი სახეობა არსებობს და შეიძლება უამრავნაირად მომზადება, მაგრამ არა დედამო@@@ლი კეცზე ზედ დალაგებული სულგუნით, არა, არა და არა და ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში და საერთოდ რას ჰგავს საქართველოში რესტორნები, ამ კულინარიის მქონე ერი როგორ ვახერხებთ რომ რესტორნებში გვაქვს ყველა კერძის ყველაზე უარესი ვერსია?
მჭადს ვერ შეჭამ კაცი, მოაქვთ ფუშფუშა, სიმინდის ფქვილით გამომცხვარი ბუხანკა პური და გიმტკიცებენ მჭადიაო. მჭადი უნდა იყოს თხელი და ხრაშუნა. მორჩა და გათავდა. და ა.შ. და ა.შ. ყველა სამარცხვინოობას რა ჩამოთვლის.
ვიფიქროთ ამაზე. აქვე ვიტყვი, რომ რესტორანში არ ვარ, სახლში ვარ და გამახსენდა გარშემო რამდენი რესტორანია და მე რაც გამისინჯავს, დიღომში მარტო კახელებში იჭმევა სოკო, შემწვარიც და წვნიანშიც. თუ კიდევ სადმე იციან სოკოს ფასი და მე არ ვიცი, აქვე ბოდიშს მოვიხდი და კომენტარებში მიაწერეთ, ვესტუმრები“, - წერს ტორესა მოსი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
3 436 ინფიცირება, 4 483 გამოჯანმრთელება, 43 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში
(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა
VIDEO: „მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ...“ - მოკლული ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი