Digest Logo

„ვხედავდი შეშუპებულ სხეულებს, ამოუცნობ სახეებს... რამდენიმე შავი ცელოფანისთვისაც გავწირე“ - ჟურნალისტის ემოციური წერილი, რომელმაც კოვიდპაციენტები რეანიმაციაში ნახა

1636053584
ნანიკო ჩხაიძე

ჟურნალისტი ნანიკო ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მან კოვიდპაციენტები რეანიმაციაში ნახა. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქალაქში საარჩევნო ბანერების ნაცვლად, რეანიმაციის კადრები აჩვენონ. 

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს (პირველი ტური) კახი კალაძის ვიდეორგოლები ძალიან ლამაზი იყო. ქართული ფილმის კადრების ახალ რეალობაში გარდასახვა. სასიამოვნო მელოდიით, ლამაზი კადრებით, ლამაზი ადამიანებით...

ჩემთვის ეს იყო ვიდეორგოლი, რომელიც დიდი ხნის უნახავ ფილმებზე მაფიქრებდა. ან ამეკვიატებოდა იმ დღეს რომელიმე ფილმიდან მუსიკა და მთელი დღე ვღიღინებდი, ეს ყველაფერი ერთიანობაში რეალობას მწყვეტდა და მქონდა მხოლოდ სასიამოვნოს განცდა...

ახლა, თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე, ჯერ ისევ არის არჩევნების მეორე ტურისთვის დამზადებული ბანერები.

„9 ახალი სკვერი“, „500-ლარიანი ვაუჩერი“, „უფასო კვება“, „... დახმარება“ „ პენსია“ და ა.შ.

ამ ბანერების შეხედვისთანავე, როგორ სასიამოვნო მუსიკასაც არ უნდა უსმენდე, ან ოცნებობდე, რეალობა გაფხიზლებს... ვიღას დახმარება სჭირდება, ვიღაცას შია. ვიღაც ვერ სწავლობს, ვიღაცას სცივა... ეს არის რეალური კამპანია.

აი ასე უნდა დაანახვო, დაუძახო, გააფრთხილო, დააიმედო და საქმედ უნდა აქციო ...

კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს ბანერები უნდა ჩანაცვლდეს არა გაღიმებული ექიმების კადრებით, არამედ რეანიმაციის კადრებით. იმ ადამიანების კადრებით, რომლებსაც ყველა მეთოდით აწვდიან ჟანგბადს პაციენტებს, მაგრამ მაინც უჟანგბადობისგან იხრჩობიან.

იცით როგორი სახე აქვს რეანიმაციის ექიმებს? - იცით როგორ გამოიყურებიან რეანიმაციაში კოვიდის მსხვერპლი პაციენტები????!!! - 90 პროცენტმა არ იცით!!!

რაც არ უნდა გელაპარაკოთ, ბევრს არ გინდათ მიღება იქ რა ხილული ჯოჯოხეთია... დგახარ პაციენტებს შორის და არ იცი ვის მიეშველო. იქ ყველა შენიანია. თითქოს გინდა აპარატთან ერთად შენი ჰაერი გაუნაწილო... გინდა იყვირო!!! იტირო, მაგრამ ვერ ყვირი...

მე ვიყავი იქ მე ვნახე რა ხდებოდა. მე ვითვლიდი პაციენტებს და ვარქმევდი მათ სახელებს. რამდენიმე შავი ცელოფანისთვისაც გავწირე...

ვხედავდი შეშუპებულ სხეულებს, ამოუცნობ სახეებს... აი, ესაა რეალობა და კეთილი ინებეთ და აღიარეთ ეს რეალობა!!!!!

ექიმები იმაზე კი არ უნდა ცდებოდეთ, რომ კითხვას გასცეთ პასუხი: „აცრის შემდეგ ბანაობა თუ შეიძლება“ - არამედ ხმამაღლა ილაპარაკეთ, რომ რეანიმაციაში კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მხოლოდ სატურაციის მაჩვენებელი არაა!!!!

ამაზე იყვირეთ, რომ მერე პაციენტების ახლობლებმა არ თქვან, რომ ნორმაში იყო სატურაცია და მაინც მომიკლესო!!!

ვიცი, რომ თქვენ ყველაფერს ეჩვევით, მაგრამ ეს თქვენი ვალდებულებაა!!! ნუ ხართ ჩუმად!!! დაივიწყეთ ეს დალაგებული ტექსტები და ელაპარაკეთ რეალურად...

სამწუხაროა, რომ საშინელ კადრებს ფეისბუკიც ბლოკავს, თორემ აუცილებლად იქნებოდა ახლა ამ გვერდზე მომაკვდავი ადამიანების ფოტოები, იქნებ 1000-დან 10-ს მაინც ამოიცნო მისი ახლობელი.

სანამ ამირან გამყრელიძის კრამიტზე ვფიქრობთ, სანამ გიორგი ფხაკაძეს გიჟს ვეძახით, სანამ მხოლოდ ის გვაინტერესებს, სექსი როდის შეგვეძლება, სანამ ვაქცინაში ეშმაკის კოდებს ვიპოვით, სანამ ისეთ ექიმს ვიპოვით, რომელიც დაგვიწერს, რომ ალერგიული ვართ და არ აგვცრან...

მანამდე კიდევ ბევრი შავი ცელოფანი შეიკვრება... შენი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. შენი ცხოვრება შენია და არა სხვისი ცხოვრების ქექვა...

მე მინდა სიცოცხლე, მე ავიცერი, მე ვატარებ პირბადეს, მე ვიცავ დისტანციას, მე ვიყენებ ყველა საშუალებას ინფიცირებისგან დასაცავად!!!! და მინდა ჩემები ჩემთან... ბედნიერები, მხიარულები ... იგივე უნდა გინდოდეს შენ, იგივე უნდა უნოდეს მას ... ერთმანეთისთვის უნდა ვიბრძოლოთ ამ რეალობაში“, - წერს ნანიკო ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რომელ არხზე დაიწყება „პროფილი“? - რას წერს მაია ასათიანი

🔵„ეჰ, მამუკა, ქალაქელები გადასახლდით -მეთქი, როდის ვთქვი?“ - ქეთი დოლიძე მამუკა ხაზარაძეს

🔵„ერთი თვით ადრე მაინც მენახა ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო“ - აკა სინჯიკაშვილი

🔵„თვალი მოვკარი გახდილ კაცს, რომელიც თავის სასქესო ორგანოს ათამაშებდა“ - 16 წლის გოგოს შემაშფოთებელი წერილი

🔵VIDEO: „აუ, სიხარულით ნეტა არ გავაფრინო დღეს“ - ნანუკა გულუა იუბილარია

🔵„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა 11 წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა

🔵„რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა. საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი