Digest Logo

„ვცვლი ბინას, თუ არსებობს ასეთი ადგილი...“ - ინგა გრიგოლია

1641329198
ჟურნალისტი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მზადაა დედაქალაქის ცენტრიდან გადასახლდეს ნებისმიერ უბანში სადაც შუქი და წყალი არასდროს ითიშება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარი ბინის გაცვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„სამ დღეში ერთხელ წყალი არ მაქვს, ოთხ დღეში სამჯერ შუქი ქვრება. გადასახადები - იცოცხლეთ! ვეღარ ავუდივართ. (თავზე მინდა დავახიო, ვისაც ეკუთვნის). არადა, ითვლება, რომ მთლად ქალაქის შუაგულში ვცხოვრობ.

ამათთვის არც ახალი წელია და არც ძველი, საერთოდ კიდიათ... ხოდა, რატომ ვწერე ამდენი - ვცვლი ბინას კოსტავას ქუჩიდან, ნებისმიერ წერტილში, სადაც მუდმივადაა შუქი და წყალი.

რა თქმა უნდა, თუ არსებობს ასეთი ადგილი ამ უპატრონო ქვეყანაში, რაშიც ეჭვი მეპარება“, - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ვწუწუნებ, სწორად გამიგეთ, უბრალოდ 2022 წლის სახლის ბიუჯეტს ვადგენ და“... - დავით ლიკლიკაძე

🔵Video: „ჩემი მეგობარი ალისკა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ელის-მარია სააკაშვილთან ერთად

🔵„თელმიკო და გაზიკო! ძაან გადაი@ვით თავზე!“ – ირინა სარიშვილი

🔵„მეეტლე, რომელიც ვენაში ცოტა ხნის წინ ინგლისურად გითანხმდებოდა ფასზე და ახლა ცხენებს მიერეკება, უცებ ფეხზე წამოხტება და მთელ ხმაზე დასცხებს „შატილის ასულოს“ - მერაბ მეტრეველი

🔵რატომ მოუვიდა გაზრდილი კომუნალური გადასახადები მოსახლეობას - ენერგოომბუდსმენის განმარტება