Digest Logo

„პარტიულ და პოლიტიკურ ტ...ის თამაშებზე წერის აზრს ვერ ვხედავ“ - ინგა გრიგოლია

1639053942
ვატო წერეტელი და ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბიზნესმენ ავთო წერეთლის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს რომ სახელმწიფოს „ტვ პირველის“ განადგურება სურს და ახლა გუნდის მთავარი მიზანი ნულიდან შექმნილი  კომპანიის გადარჩენაა.

„ძალიან მოკლედ, მეგობრებო, სიტუაცია არის ცხადზე ცხადი და ამის მიზეზია მხოლოდ და მხოლოდ ტვ „პირველი“ ხელისუფლების გეგმა ასეთია - ან დაიჭერენ ვატოს მამას, საქმეზე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი (სრული აბსურდი!) ან დაადებენ იმხელა ყადაღას მისი ოჯახის ქონებას, რომ ტელევიზია წაიღონ და ასე დაასრულონ ჩვენი ხელით ნაშენები, ნაომარი, ორი კამერით და მიკროფონით დაწყებული და დღეს მოკაშკაშე არხი! მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ გარდაუვალად ვხედავ ამ პროცესს.

P.s. - პარტიულ და პოლიტიკურ ტრაკის თამაშებზე, ჩემი ცხოვრებიდან სწორედ ამ პერიოდში უეცრად გაუჩინარებულ ადამიანებზე (ვაიმე, დედა, სუსმა არ გაიგოს,გრიგოლიას რომ ვკითხო, ხომ მშვიდობა გაქვთო) და ასეთ რამეებზე წერის აზრს ვერ ვხედავ. მინიმუმ ახლა….ამაზე მერე, მოგვიანებით…. მანამდე ტელევიზიაა გადასარჩენი და ველი სასამართლოს „საბოლოო ვერდიქტს!“ - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს,ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც უარყოფითი ტესტი...“ - ნანა გეგეჭკორი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მაშტაბებს

🔵რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი

🔵„დავძლიე პროვინციალური კომპლექსი - დამცინოდნენ მაშინაც, როცა სანთლით ხელში, ძალიან პატარა ასაკიდან ეკლესიაში მივდიოდი…“ - მამა პეტრე

🔵„ნეკა ის უნიკალური გოგოა, ვისთან ურთიერთობაც ნამდვილი ბედნიერებაა“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური წერილი ნეკა სებისკვერაძეს