Digest Logo

„ზოგს ჯაშუშობა, ენის მიტანა ერთგულება და ღირსება ჰგონია - ეს სუსტი, უსუსური, მხდალი და უინტელექტო ადამიანის ბრძოლის მეთოდებია“ - მამა პეტრე

1640333568
მამა პეტრე კვარაცხელია

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ისეთი ადამიანების შესახებ წერს პოსტს, რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ. დეკანოზი წერს, რომ ადამიანი რომელიც ცილისწამებით, ზურგს უკან საუბრითა ჯაშუშობით მიიწევს წინ და ადრე თუ გვიან, ადამიანი თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება. 

„სუსტი, უსუსური, მხდალი და უინტელექტო ადამიანის ბრძოლის მეთოდებიც სუსტი, უსუსური და მხდალია…
ზოგს ჯაშუშობა, ენის მიტანა ერთგულება და ღირსება ჰგონია… სიმართლის თქმა და გულწრფელობა კი, მტრობა…
ისე, ამბის მიტანა ერთგულება არა, საკუთარი პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცებაა… ასეთი ადამიანების

„ღმერთი“ ის ბატონია, რომელსაც გოშია ძაღლივით ელაქუცებიან…

ძლიერს, საკუთარი პრინციპების დამცველს, ინტელექტუალს არასდროს ეშინია მედროვეების ბრძოლის… რადგან თუ ბრძოლას ორპირი და მლიქვნელი იმარჯვებს, ომი შინაგანად თავისუფალი ადამიანების მხარეს იხრება…
სოროებში ფუსფუსი, ჭორაობა და ცილისწამებები იმ ორმოს ჰგავს, რომელშიც ორმოს მთხრელები ცვივდებიან…
ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება გამარჯვებისთვის არის დაბადებული, ასეთებს არ ეშინიათ ზურგს უკან ისრის მოხვედრის… იქ ხომ პატარა ადამიანების ადგილია… ჰოდა, პატარებმა დიდები მზაკვრულადაც რომ წააქციონ, გამარჯვებულები მაინც დიდები გამოდიან…

ძლიერი ადამიანისთვის არ არსებობს დახშული კარი, ჩატეხილი ხიდი, არ არსებობს დაბლოკვა, ისინი რკინის კედლებში გადიან და ვითომ მოგებულებს ღიმილით ესალმებიან - „მშვიდობა თქვენთანა“... - წერს პეტრე კოლხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?

🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის

🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი