
„ტელე იმედის“ წამყვანი, ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე და მსახიობი აჩიკო სოლოღაშილი 8 წლის შემდეგ პირველ შვილს ელოდებიან.
როგორც ნუცა ამბობს ის ბიჭს ელოდება. რაც შეეხება სახელს, შესაძლოა მშობლებმა ბავშვს სანი დაარქვან. ნუცა ამბობს, რომ ფეხმძიმობამ უფრო ნაზი და სენტიმენტალური გახადა.
„გაქრობას რაც შეეხება, პირველ რიგში, ყველა მაყურებელს მადლობას ვეტყვი, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. გულწრფელად ვამბობ, არ მეგონა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავდა. ბედნიერი ვარ. ხშირად მწერენ მოსაზრებებს, ალბათ, პოლიტიკური შეხედულებების გამო გამიშვეს სამსახურიდან, რომ ჩემი მეუღლე სხვა არხზე მუშაობს, მაგრამ მაქვს საპატიო მიზეზი, ჩემთან ორმაგი კარანტინია, ორის მაგივრად ვარ კარანტინში. მეუღლისა და ჩემი ბრალეულობა არის ის, რომ მე და აჩიკო ველოდებით ბავშვს და ვეცადე, რომ ყველაფრისგან იზოლირებული ვყოფილიყავი.
პატარას ველოდებით თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში. ველოდებით ბიჭს, სახელიც შევარჩიეთ, მაგრამ ვორჭოფობთ. მინდა, ჩემს შვილს სანი ერქვას, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გადაგვიწყვეტია.
ძალიან შევიცვალე. ყველას ხომ გახსოვართ ძალიან აქტიური. სკოლაში თხასაც მეძახდნენ, პირდაპირ ვიტყვი. ბოლო შვიდი თვეა, ვარ ფარფატა, ნაზი, დინჯი… დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი“, - ამბობს ნუცა ქავთარაძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა შემთხვევაში აქვთ ახალშობილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები? - კვლევა
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა - ნანა გეგეჭკორი