22 თებერვლის „ღამის პრაიმ-თაიმის“ თემა ეზოტერიკა იყო. ასტროლოგები, ნუმეროლოგები, პარაფსიქოლოგები და შოუბიზნესის ცნობადი სახეები ამ თემის ირგვლივ მსჯელობდნენ.
რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე გიორგი ნაზღაიძე, ცნობილ ეზოტერიკოსები დაუპირისპირდა, მათ მკითხავები უწოდა და საზოგადოებას ეკლესიაში წასვლისკენ მოუწოდა.
„ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რთული ეტაპი და ამ დროს სჭირდებათ მკითხავები, ასტროლოგები და ეზოტერიკოსები. იცით რას აკეთებენ, ღუპავენ ხალხს, გაძარცვეს მთელი შოუ ბიზნესი, ძვირფასი ნივთები მიატანინეს საშინელებებს აკეთებენ. მეც მქონდა ასეთი ეტაპი და დავდიოდი, მაგ დროს ძალიან აგრესიული ვიყავი. ხალხო გამოფხიზლდით, ხსნა ეკლესიაშია. ბოდიში, მაგრამ ასტროლოგიაც მკითხაობის მსგავსია“, - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.
საპასუხოდ მას ასტროლოგებმა განუმარტეს, რომ ეს სფერო რელიგიას არ უპირისპირდება და მისი პირადი ცუდი გამოცდილება ბევრს არაფერს ამტკიცებს.
ნაზღაიძისა და ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის დაპირისპირება კი ხმაურიან კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც სტუდია ცაგარელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
გიორგი ნაზღაიძე: ბატონო მიხეილ, მე არ მჯერა თქვენი. ორჯერ მითხარი რომ წავაგებდი რეალითი შოუს და ორივეჯერ მოვიგე.
მიხეილ ცაგარელი: მე შემიძლია საპირისპიროდ მოგიყვანო 10 ადამიანი, რომლებსაც არ სჯეროდათ მოგების ვუთხარი და მოიგეს.
გიორგი ნაზღაიძე: ჩემ შემთხვევაში ორივეჯერ შეცდით.
მიხეილ ცაგარელი: ეგ იმიტომ რომ მე არ ვიცოდი თქვენი პირადი რუკა.
გიორგი ნაზღაიძე: ხსნა არის ეკლესიაში.
მიხეილ ცაგარელი: არ მაძლევთ საუბრის საშუალებას, თქვენ ყველას ეკამათებით, გგონიათ რომ მხოლოდ თქვენ იცით და სხვამ არაფერი იცის.
ამ დიალოგის შემდეგ ცაგარელმა ეთერი დატოვა.
ამავე გადაცემაში, საზოგადოების ცნობილმა სახეებმა ასტროლოგიასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
პიარმენეჯერი ხატია შამუგია: მე მაგალითად მჯერა ასტროლოგიის, პარალელურად ვარ აღმსარებელი და მაზიარებელი. ჩემს შემთხვევაში ერთი მეორეს ხელს არ უშლის. საფულეში 3 ორ ლარიანიც მაქვს, დღეს სურვილიც ჩავუთქვი. აგრეთვე ასტროლოგია მეხმარება სამსახურში. ბევრგან ვმუშაობ და თითქმის ყველას ზოდიაქოს ნიშანი ვიცი, ეს ცოდნა კი კომუნიკაციებში მეხმარება.
კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე: ზოგადად კარგად ვერ ვერკვევი ასტროლოგიაში, თუმცა როდესაც მიხეილ ცაგარელი საუბრობს ყოველთვის ვუსმენ. ვარ რელიგიური ადამიანი, და არ ვფიქრობ, რომ ასტროლოგია წინააღმდეგობაში მოდის.
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი: მკითხავთანაც ვყოფილვარ, რუკაც შემიდგენია და ეკლესიაშიც დავდივარ, თუმცა ასტროლოგია ჩემთვის მაინც გართობაა, ყველაზე მეტად ჩემს ინტუიციას ვენდობი. ძალიან სერიოზული სიზმრები მაქვს, მამაოც მეუბნება არ დაუჯეროო, მაგრამ მასაც არ ვუჯერებ, ვენდობი და ჩემი ინტუიციით ვცხოვრობ
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
🔵აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება - ასეთი ტიპის აპლიკანტებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი