Digest Logo

„ეროვნული ბ..ზი“, ობოლი, ბავშვობაში დაბულინგებული და 7 ტყვიით ჩაცხრილული მამა - თინა მახარაძის ამბები

1615375254
თინა მახარაძე

სერიალ „უშნო ბეტის“ ქართული ვარიანტი, „გოგონა გარეუბნიდან“ ხომ გახსოვთ? მთავარი პერსონაჟი, თამუნაც ხომ გახსოვთ? ჰოდა, თამუნას როლის შემსრულებელზე, თინა მახარაძეზე, უნდა გიამბოთ.

თინა ეპატაჟური, სკანდალური და თამამი გოგოა. ის ყოველთვის თამამად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და სოციალურ ქსელში ეპატაჟურ ფოტოებს აქვეყნებს.

ჟურნალისტებთანაც საკმაოდ გულახდილია და თავადვე ჰყვება სკანდალურ ისტორიებს.

როგორც თავად ამბობს, „ეროვნული ბ..ზი“ და „სექსის ქალღმერთია“.

ოჯახი

ჩემს ცხოვრებას ვერ ვუწოდებ თბილისურ ცხოვრებას. ის არ არის არც თბილისური და არც სხვა რაიმე ტიპის, კონკრეტულ „ლოკაციას“ არ შეესაბამება. ძირითადად, დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები.

მაგალითად, შეიძლება, ცოტა ხანს ვიცხოვრო მეგობართან ერთად, მოკლედ, სულ სხვადასხვაგან ვარ. ასე რომ, კონკრეტულად ნამდვილად ვერ გეტყვით, ვისთან ერთად ვცხოვრობ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მყავს დედა, და, ძმა და დისშვილები. ჩვენ ყველა ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ, ძალიან ხშირად ვიკრიბებით.

14 წლიდან კი სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ანუ, მე ვიყავი ჩემი თავის უფროსი და მარტო საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული.

16 წლიდან უკვე სერიოზულად ვმუშაობ, რასაც ჰქვია შტატში ყოფნა, თორემ, მანამდე მქონდა დამოუკიდებელი პროექტები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა. ანუ, შემიძლია ვთქვა, თითქმის 14 წლიდან ვმუშაობ. ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი, სულ ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ვაკეთებდი ყოველთვის იმას, რაც მომწონდა, თუმცა, არის რაღაცეები, რაშიც არასოდეს ვყოფილვარ აქტიური.

მაგალითად, ესაა სახლის დალაგება. ყოველთვის შემეძლო, ვმჯდარიყავი ძალიან ბევრ მტვერში და წიგნები მეკითხა.

და

„სამი დედმამიშვილი ვართ – თინა, მე და ჩვენი 19 წლის ძმა, გიორგი. სამივეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე და თინას ერთ ოთახში გვეძინა, ხელიხელჩაკიდებულები გავიზარდეთ. საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფსა და სკოლის ერთ კლასში ვსწავლობდით. ჩემი ძმის დაბადების შემდეგ ვცდილობდით, ერთად მიგვეღო მის გაზრდაში მონაწილეობა.

ორივე, დაც და ძმაც, ჩემი საუკეთესო მეგობრები და მრჩევლები არიან. ბავშვობიდან მოყოლებული, თუ როდესმე არ დამიჯერებია თინასთვის, მერე საშინლად მინანია. ის საუკეთესო და და მზრუნველი დეიდაა ჩემი შვილებისთვის“,- ამბობდა თინა მახარაძის და, თამარ მახარაძე.

თინა და დიმუ

დიმუ მენაბდე კულინაური შოუს „მასტერშეფის“ ათეულის წევრია. ის ყვითელი პრესისთვის საინტერესო რამდენიმე წლის წინ იმის გამო გახდა, რომ სკანდალური მსახიობის, თინა მახარაძის შეყვარებული იყო.

„თინა ამერიკაშია, მე – აქ. ერთად აღარ ვართ. ამის პირველი მიზეზი ჩემი ყოფილი ცოლი იყო, რომელმაც
იდიოტობები გააკეთა და აქედან დაიწყო ყველაფერი. დავრჩი მარტო, არ ველაპარაკები ჩემ ყოფილ ცოლს. ყველას უნდა ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და კორექტირების შეტანა.

ისე გამოვიდა, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა მოიტყუა, ილაპარაკა ის, რაც არ ყოფილა და ამას მოჰყვა კონფლიქტები.

ჩემი ყოფილი ცოლი სამი წელი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ჩემი ძმაკაცის ცოლია და გამარჯობასაც არ ვეუბნები“,- ამბობდა დიმუ მენაბდე.

საქართველოს დროშა გენიტალიებზე

თინა საზოგადოებას სკანდალური ქმედებებით ხშირად აოცებდა. ჰოდა ერთ მშვენიერ დღესაც, ამერიკიდან, გენიტალიებზე აფერებული ქართული დროშით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა“ იყო, ქართული საზოგადოებისთვის. თინას ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა და როგორც თავად ამბობს ეროვნული ბ.ზია.

სახელმწიფო დაფინანსება

მახარაძე სახელმწიფომ დააფინანსა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა.

ამის შესახებ მსახიობმა ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტოეფელი ვერ ჩააბარა, აშშ-ს ერთ-ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა ის მაინც მიიღო იმ პირობით, თუ სწავლის გადასახადს გადაიხდიდა.

თინა მახარაძეს სწავლის და აშშ-ში ცხოვრების თანხა სახელმწიფომ გადუხადა, რის შემდეგაც ის ამერიკაში გაემგზავრა.

ამერიკული ცხოვრების დღიურებს სოციალურ ქსელში ჰყვებოდა და ფოტოებსაც ტვირთავდა.

დახვრეტილი მამა

მახარაძემ რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ბევრად მშვიდად ცხოვრობდა, ვიდრე შემდგომ და მანამდე.

„ახლა, ზუსტად ვიცი, რისი გადატანაც მომიწევს მომდევნო წლები, მაგრამ რამდენიმე ნამდვილი ამბავი უნდა მოვყვე ჩემი ბავშვობიდან:

მეშვიდე კლასში რუსთავიდან გლდანში რომ გადავედით საცხოვრებლად და 173-ე სკოლაში მივედით პირველ გაკვეთილზე დასასწრებად მე და ჩემი და (ხევსურული ქუდები გვეხურა, დედაჩემის წყალობით, რატომღაც), პირველივე დღეს ვინმე გიორგი ქათამაძე მოვიდა სკოლის ეზოში და ყურში სანდომიანად ჩამჩურჩულა:

– “შენ კაი გოგო ხარ?”

– “კი” – ვუთხარი მე. 12 წლის ვარ.

– “ვინ გაგსინჯა?” – მკითხა პასუხად.

მე გამოუცდელი, მაგრამ როგორღაც ბუნებრივად „შენძრეული ბავშვი“ ვიყავი და ეგრევე ავუღე ალღო, სადაც “მინამიოკებდა”. დავასმინე მამაჩემთან ეგრევე. მამაჩემი ადგა, სამსახურიდან ახალმოსულმა პერანგის ღილი ჩაიხსნა და – ოქეი, მამიკო, გამომყევითო – გვითხრა. გავედით გარეთ და რა უთხრა ეგრე კეთილად ამ ბავშვებს, არ ვიცი, არ მესმოდა, იმიტომ რომ უკან ვიდექი და მხოლოდ ხელის ჩამორთმევის და თავის ქნევის ჟესტებს ვუყურებდი, მაგრამ მეორე დღეს ეს ბავშვები გლდანის მესამე ა მიკროს უბანში ფეხზე წამოდგომით გვესალმებოდნენ მე და ჩემს დას და მამაჩემს – “გამარჯობა, პაატა ძიათი”.

მერე, ძაან მალევე, მამაჩემი მოკლეს სახლთან შვიდი ტყვიით. ჩაცხრილეს სადარბაზოსთან.

ერთი, რაც ნათლად მახსოვს, დაჭყლეტილი მრგვალი პური და დაჭტლეტილი “მარსის” და “მილქი ვეის” შოკოლადები იყო, რომლებიც მამაჩემს ჩვენთან მოჰქონდა და რომ ესროლეს, ზედ დაეცა და გასრისა.

რატომ მოკლეს, რისთვის, დღემდე აზრზე არ ვართ არავინ. იმ პერიოდში შუქი არ იყო ხოლმე არსად ქალაქში, პატრული არ არსებობდა და მკვლელი აორთქლდა. მამაჩემის გასვენება დაემთხვა მიშას მოსვლას.

იყო 2004 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა. ავლაბრის აღმართზე ეკიდა ახალი საქართველოს რაღაც ბანერები, მაგრად წვიმდა, მე ვიყავი 14 წლის და მივდიოდი პირველ გასვენებაზე დასაწრებად, რომელიც იყო მამაჩემის გასვენება – კაცის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და ვისი მოურევლობისაც ყველაზე მეტად მწამდა. იმ წამებში ავლაბრის აღმართზე რომ ადიოდა რაღაც ჟიგული, რომელშიც ვისხედით მე და ჩემი და, მახსოვს, ერთ რაღაცას ვფიქრობდი: “რატო არ ენთო შუქი “პადიეზდებში”, იქნებ ვინმეს დაენახა მამაჩემის მკვლელი.

გავიდა იმის მერე დრო და კიდე აზრზე არ ვართ, ვის შეიძლებოდა, მოეკლა მამაჩემი, რომელიც მართლა უმაგრესი, უკეთილშობილესი, უპატიოსნესი და უკაიტიპესი კაცი იყო. ხოდა 2004 წლის 23 ნოემბერი ჩემთვის დარჩა ეგეთ თარიღად – პირველ დასაფლავებას რომ დავესწარი ცხოვრებაში, მამაჩემისას, და მიშა რომ მოვიდა.

რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის და – მერე სადარბაზოები განათდა და ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა კრიმინალის მიმართ. მაგ დროს მაგრად დავიჯერე, რომ “გაქრა ბნელი და იშვა ნათელი”, აწი ეგრე “უპრაგონოდ” ქუჩაში ვეღარავის მოუკლავდნენ მამებს.

მერე გავიზარდე უსაფრთხო თბილისში, სადაც აღარანაირი გიორგი ქათამაძეების აღარ მეშინოდა. დავდიოდი “დეკოლტეებით”, რაც იყო “wow” იმ პერიოდში და არ მეშინოდა, რომ ვინმე რამეს მომაძახებდა. თუ მომაძახებდა და ვიცოდი, უნდა ამეკრიფა 112 ( იმდროინდელი პატრულის ნომერი, არ ვიცი, ახლა რა არის) და ეგრევე “ჩემი პოლიცია” იდგა ფეხზე. და ეგრეც იყო მართლა.

მაგრამ იყო სხვა სირთულეები – ჩაკირული მენტალობა, რომლის წინაშეც უმამოდ დარჩენილმა დავიწყე კბილებით ბრძოლა. რატომ და იმიტომ, რომ მამა აღარ მყავდა და ორი რაღაც მქონდა დარჩენილი თავგდასარჩენად – ჩემი თავი და ჩემი ქვეყანა ჩვენი ახალი პრეზიდენტით, რომელიც ძაან სწორ დროს გამომიჩნდა “მხსნელად“,- წერდა მსახიობი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ადრეულ ასაკში ქორწინება, შვილის 9-წლიანი ლოდინი და დანგრეული ოჯახი - მაგდა ანიკაშვილის პირადი

დაპირისპირება პატრულთან, ეჭვიანობა ქმარზე და სხვა ამბები თიკა ჯამბურიაზე

ეკა, ჩემი ოჯახის წევრია... არაფერს მოვერიდები, „სროკზე“ წავალ, ნასკებს ამოგგლეჯთ პირიდან - „უცნობი“