„პეპელა, იფრინე და იფარფატე ნელ-ნელა“, შესაძლოა, ეს სიმღერა ზეპირად არ იცოდე, მაგრამ მოსმენილი მაინც გექნება.
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახე მომღერალი, გიორგი წერეთელია, რომელიც ფანოღურ მუსიკებს ასრულებს.
ის მაყურებელმა შეიყვარა და პირადითაც დაინტერესდა.
სწორედ ამიტომ დღეს მის პირადზე გიამბობთ.
გიორგი განვლილ ცხოვრებასა და პირად ურთიერთობებზე ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.
პირადი
ჩემ ცხოვრებაში მოხდა ცვლილება და რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახს არ ეტრფის.
ჩემი ოჯახი ყველამ კარგად იცის, სხვათა შორის, წლის სკანდალური წყვილიც გავხდით. მესამე და სამართალიო.
მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება, კავკასიელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს.
ასეთი კი ჩემთვის თამილაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ოჯახის იდილია და რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა დარჩეს. როგორც კაცი უფრთხილდება კერას, ისევე უნდა გაუფრთხილდეს ქალიც, რადგან, სამწუხაროდ, გაუფრთხილებლობით ინგრევა ურთიერთობა. რთული საკითხია ოჯახის შენარჩუნება.
მე-3 შექმნილი ოჯახი
მომღერალი 44-ე დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. 200-კაციან სადღესასწაულო საღამოზე, რომელსაც თითქმის მთელი ქართული შოუბიზნესი ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული, თამილა მარეხაშვილი, საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა.
სიყვარული არასოდეს მიძებნია, ის ჩემთან ყოველთვის მოდიოდა. სიყვარული უნდა იგრძნო და არასოდეს შეგეშინდეს. მეც არ შემშინებია იმის აღიარება, რომ მიყვარდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. სულ სხვა თვალით შევხედე თამილას.
ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი შემიყვარდა. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდებოდა, როცა ქალბატონები მაგრძნობინებდნენ ჩემდამი სიმპათიას, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, დავინახე და მომეწონა.
თამილამ შემომთავაზა, მეგობრები ვყოფილიყავით, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი: როგორც მეგობარს, ვერასოდეს შემოგხედავ, რადგან ძალიან მომწონხარ-მეთქი.
მომწონდა თავისი საქციელიდან, სამეგობროდან, ოჯახიდან გამომდინარე. კარგად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როცა დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მიპასუხა: ჯერ ოჯახს უნდა ვკითხოო. ეს ძალიან მესიამოვნა. დღითი დღე ვრწმუნდები იმაში, რომ თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა და მან კარგად იცის ოჯახის წევრების პატივისცემა.
როცა ვუყურებ იმ ოჯახის იდილიას, სადაც ის გაიზარდა, ზუსტად ისაა, რაზედაც ყოველთვის ვოცნებობდი.
კაცის ღალატი გამართლებულია
წერეთელმა ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირად ცხოვრებასა და ცოლქმრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ მამაკაცს შეუძლია ცოლს უღალატოს და ამისგან ტრაგედია არავინ უნდა შექმნას.
შვილები
თამილას ჰყავს არაჩვეულებრივი და ულამაზესი შვილი სალომე, ჩემი შვილი რატიც ბედნიერია ამ ურთიერთობით და ჩვენი შვილები ძალიან მეგობრობენ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არიან ია სუხიტაშვილის ყოფილი ქმრები და რატომ არ მეგობრობს მსახიობი მათთან
ავარიაში დაღუპული შვილი, 2 ქორწინება - ცოტა რამ ელდარ შენგელაიას შესახებ