ქართულ ბომონდში დიდი ამბებია. პირადი ცხოვრების აფიშირებამ და ერთმანეთის მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ პირადი სივრცე ვეღარ დაიტია და საჯაროში გადაინაცვლა.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის ქმარს მომღერალი რუსუდან მუმლაძე შეუყვარდა. ამ ამბის შემდეგ მომღერალი რუსუდან მუმლაძე ამტკიცებდა, რომ მას მარინა ბერიძე პირადი შურისძიების გამო ყველგან ბლოკავს. მისი ეს მოსაზრება ზოგმა დაიჯერა, ზოგმა კი არა. ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ცნობადმა სახეებმა, მარინა ბერიძეს ღიად დაუჭირეს მხარი. მათ შორის იყვნენ კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი და მომღერალი მაია დარსმელიძე. როგორც ჩანს მათი თანადგომა რუსუდან მუმლაძეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სოციალურ ქსელში მათ შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. კაჭკაჭიშვილის ერთ-ერთ პოსტზე დაწერა რომ, ის და მაია დარსმელიძე გამწარებულები დაიბადნენ.
საპასუხოდ მაიკო კაჭკაჭიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა:
„რას გვერჩის ეს ქალი? ქმრებს მაინც არ ვირთმევინებით, სახელის ღირსიც კი რომ არ გაგვხადა „ეს და დარსმელიძეო“ ან ეს რა პოსტია დიდი ხანია, ასეთი არაფერი დამიწერია“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი
ამავე პოსტის კომენტარებში საკუთარი აზრი მაია დარსმელიძემაც დააფიქსირა:
„პოსტი მოგვიძღვნა დედას გიჟმა და ჩემი სახელის (რომელიც ამ კონტექსტში საერთოდ რაშუაშია) ხსენება რატომღაც ძაან უნდოდა და თითიდანაც გამოიწოვა. მაგრამ ეტყობა არ იცის დედას გიჟმა, რომ ჩემთან ან მართალი უნდა იყო, ან მოკეტილი. მეც მისქრინავენო და პარდონ, ცალკე პოსტს და „რეიტინგებს“ ვერ მივართმევ, მაქსიმუმ მასშტაბურად დასაცინი და აქლემის რეიტინგი ჰქონდეს ჩემგან (და თუ ვერ მოისვენებს - მივართმევ), დაუსქრინეთ ესეც და გადაეცით, ფლიზ, რომ ყველაფერთან ერთად ბეეეევრად უფროსი ქმრის ყოლა, საერთოდ არ არის გმირობა. მე რაც შემეხება, არავინ გამქცევია, ოცდამეერთე წელია ერთად ვართ მე და ჩემი ქმარი (რომელიც ჩემზე უმცროსია „პახოდუ“ ) და თუ ქალია, ჯერ ქმრად რასაც ჩაითვლის, ის იშოვოს და მერე პოსტოს აქ ამაყი ლურჯი შიფონებით და ტრანსის მეიქაპით“.
თავის მხრივ მაიკო კაჭკაჭიშვილს რუსუდან მუმლაძემ უფრო ვრცელი სტატუსით გასცა პასუხი.
„გამგებმა გაიგოს, შემოვიდეს და ყურადღებით წაიკითხოს! ახლა რომ აფრიალებთ ჩემს კომენტარს, ეს მაშინ უნდა გეფიქრათ, „ფარულ კონვერტში“ ჩემი სტუმრობის შემდეგ, ზოგიერთებმა ენა რომ აიმძაღეთ, უკადრებელი იკადრეთ ფეისბუკ სტატუსებით და კომენტარებით. აბა, გაიხსენეთ… სანამ გაგახსენეთ!
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ ველოდი, ისეთები მოიქცნენ ღირსეულად მაშინ! ეს ცალკე ამბავია.
საკადრისი პასუხის გაცემა რომ არ მეშლება, ესეც გემახსოვრებათ!
ჰოდა, ახლა ჩემი კომენტარებიც აიტანეთ! უკვალოდ არაფერი ქრება!
უსამართლოდ ვინმეს შევეხო, ეს გამორიცხულია! და ეს იცის ყველამ! უმიზეზოდ, მოწმენდილ ცაზე კი არაფერი ხდება!
გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით და წადით რა, საკუთარ ცხოვრებას და ……… ბს მიხედეთ! სხვისას რას დაეძებთ…
ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!
ბიჭოს…. ( მეც არ ამამძაღეს… არადა, როგორ არ მიყვარს)
მუსიკალური ამბები კი შეგვიძლია განვიხილოთ როიალთან! მზად ვარ!
ისიც წამოიყვანეთ, ვისთვისაც მაშინ ვაზელინის ჯაკუზებში იბანავეთ.
დაგიფასდათ მაინც???
პ.ს. (ფოტო მეტი ყურადღებისთვის)“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი
🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს
🔵რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით? - სპეციალისტის განმარტება