Digest Logo

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს მამუკა ონაშვილი

1613481034
მამუკა ონაშვილი

54 წლის მამუკა ონაშვილის შემოქმედება საინტერესოა ყველა თაობის მსმენელისათვის და მაყურებლისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

მომღერალი სცენაზე 25 წელიწადზე მეტია დგას.

10 წლის წინ მამუკამ საკუთარი იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, წონის მკვეთრი დაკლებისთვის ოპერაცია გაიკეთა.

მომღერლის პირად ცხოვრებაში როგორც ჩანს, სიახლე არაა. ის ირინა ჩიხლაძეზე იყო დაქორწინებული, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და რესტორანში მღერის.

ალბათ გახსოვთ, რომ წლების წინ წყვილმა სიმღერა - „უკარება“ ჩაწერა.

მამუკა ონაშვილი კარგა ხანია არ გამოჩენილა. სად არის ის და რას საქმიანობს, ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება.

ინტერვიუ 2019 წლის არქივიდან:

— ბატონო მამუკა, რას საქმიანობთ თბილისში?

– გამოვდივარ სხვადასხვა კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებში, დაბადების დღეებზე, მიმყავს ღონისძიებები, როგორც ქართულად, ასევე რუსულად. კვირაში 4 დღე ხინკლის რესტორნების ქსელში ვმუშაობ. თუმცა ეს ისეთი დატვირთვა არ არის, როგორიც ადრე მქონდა.

— რა პერიოდში?

– 10 წლის წინ. თვეში 45 კონცერტი გამოდიოდა, დღეში 2-3-ს ვატარებდი. ახლა მომღერალმა 2-3 კონცერტი თუ ჩაატარა თვეში, მადლობა უნდა უთხრას ღმერთს და მაყურებელს.

— თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო სიმღერაა?

– დიახ, მხოლოდ სიმღერა.

— არასდროს გიცდიათ ბიზნესის წამოწყება?

– სანამ სიმღერას დავიწყებდი, ბიზნესი მქონდა, მერე თავი დავანებე და წამოვედი ხელოვნებაში, შოუბიზნესში, მაგრამ ისე მოხდა, რომ შოუ დარჩა, ბიზნესი გაქრა. დღესდღეობით საკუთარი თავის პატრონი ისევ მე ვარ.

— როგორც ვიცი, აქტიურად დაიწყეთ ხატვა. ამის შესახებაც მოგვიყევით.

– დიახ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ვხატავდი, ბოლო დროს აქტიურად დავიწყე ყველა ჟანრში ხატვა. უკვე 25-მდე ნახატი მომიგროვდა და, სხვათა შორის, არც ისე ხელწამოსაკრავი ნამუშევრებია.

— თავისუფალ დროს რას აკეთებთ, კიდევ გაქვთ რაიმე ჰობი?

– ძალიან მიყვარს თევზაობა. აი, ვგიჟდები, როცა ვთევზაობ. ზოგმა იცის თქმა, თევზაობა მიყვარს, მაგრამ დაჭერილ თევზს არ ვჭამო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. რა ჯობია, თევზაობის მერე რომ შეწვავ და დააგემოვნებ!

— ერთი პერიოდი წონას მკაცრად აკონტროლებდით და კარგი შედეგიც გქონდათ. ახლა როგორ არის კილოგრამების საქმე? ეს საკითხი ისევ გაღელვებთ?

– წონა ჩემი სუსტი წერტილია. მოგეხსენებათ, კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რომ მოვიმატე. ახლა ისევ გადავწყვიტე, თავიდან გავიკეთო ოპერაცია და ზედმეტ კოლოგრამებსაც დავემშვიდობო. ამას წინათ 90 კილოგრამი მქონდა დაკლებული.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი