საახალწლო განწყობა ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ბევრ ოჯახში გამოჩნდა განათებული ნაძვის ხეები. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც მორთეს სახლები საახალწლოდ და ლამაზი ნაძვის ხეებიც გამოაჩინეს. „დაიჯესტი“ გთავაზობთ „სელებრითების“ დეკორაციების ამსახველ ფოტოებს.
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში საახალწლოდ დადგმული ნაძვის ხის ფოტოს აქვეყნებს.ეს პირველი საახალწლო ფოტოა კახა კალაძის და ანუკი არეშიძის სახლიდან. ნინო ჩხეიძემ ამჯერად თეთრი სადღესასწაულო კაბით იპოზიორა ნაძვის ხესთან.
თამუნა ვაშალომიძის ოჯახში საახალწლო განწყობაა. ტელევარსკვლავი ლიკა ევგენიძე ახალ წელს სახლში, შინაურ გარემოში, მეუღლესთან ერთად შეხვდება.ცნობილმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზულად მორთო. როგორც ჩანს, ქეთამ ამჯერად აქცენტი წითელ ფერზე შეაჩერა. სახლის ფოტოებს მომღერალი ინსტაგრამზე აქვეყნებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რა ფერის ტანსაცმელი ჩავიცვათ ახალ წელს - წყლის ვეფხვის საყვარელი ფერები