Digest Logo

„ლიკა ევგენიძის საახალწლო ინტერიერი“ - სად და როგორ ხვდება ტელევარსკვლავი ახალ წელს

1639047854
ლიკა ევგენიძე

ტელესახე ლიკა ევგენიძე საახალწლო ტრადიციების შესახებ ფორტუნას ესაუბრა და თავისი სადღესასწაულო ინტერიერის ფოტოებიც გაუზიარა. 

როგორც ლიკა ჰყვება ის ახალ წელს სახლში, შინაურ გარემოში, მეუღლესთან ერთად შეხვდება.

„ბავშვობაში, ახალი წელი ოჯახთან ერთად ყოფნასთან ერთად ასოცირდებოდა, როცა ყველა ვიკრიბებოდით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მიყვარს ეს დღესასწაული. ერთადერთი განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ როგორც დეკორაციას, ფორთოხლებს ვკიდებთ ნაძვის ხეზე. დაჭრილი გამშრალი ფორთოხლების ნაჭრებს ლენტებს ვაბამთ და ასე ვკიდებთ. ეს ტრადიცია დიდი ხანია, გვაქვს. ჩვენი ოჯახის ახლობელს დაესიზმრა მამაჩემის გარდაცვლილი და, ის უყრიდა ფორთოხლის ნაჭრებში ლენტებს და ასე კიდებდა ნაძვის ხეზე. სიზმარში უთხრა, რომ თქვენც ასე გააკეთეთო და მას მერე ჩამოგვიყალიბდა ტრადიციად.

ზოგადად, ძალიან მიყვარს საშობაო დეკორაციები. ვცდილობ, ადრე მოვრთო, რომ ეს სიამოვნება გავიხანგრძლივო. ნაძვის ხის სათამაშოებს ვაგროვებ. ეს არის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ვცდილობ მივამატო ყოველ წელს, ორი-სამი ცალი მაინც. მომწონს ვინტაჟური გავლენის სათამაშოები, თუმცა არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ვინტაჟი იყოს. შუშის სათამაშოებიც მომწონს, ფიგურები. ჩემი სათამაშოები შერეულია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჭრელია, უფრო მეტად ოქროსფერ, წითელ, მუქ მწვანე და ბრჭყვიალა ფერებშია“, - ამბობს ლიკა ევგენიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც უარყოფითი ტესტი...“ - ნანა გეგეჭკორი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მაშტაბებს

🔵რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი