Digest Logo

„მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ...“ - ბლიცინტერვიუ თაკო ბოგველთან

1685706300
თაკო ბოგველი

რომელია „ჩვენი პირველი სერიალის“ საყვარელი პერსონაჟი და რატომ ნუცია? რადგან მხოლოდ ნუციას შეუძლია იყოს „ქუთეისთან“ ქუთაისელი, დიეგოსთან დიეგოსებური და ანისთან საუკეთესო მეგობარი.

ჰოდა, ამიტომ ამ საინტერესო პერსონაჟის შემქმნელის, იუმორისტის - თაკო ბოგველის ბლიცინტერვიუს გთავაზობთ.

🔶 ბავშვობის ოცნება... „შაბათის შოუს“ მსახიობობა.

🔶 ფრაზა, რომელსაც ხშირად ვუმეორებ ჩემს თავს... „მოვექცე სხვებს ისე, როგორც მინდა რომ მომექცნენ“.

🔶 რა არის სიყვარული? მამოძრავებელი ძალა, რის გამოც ყოველდღიურად აკეთებ ყველაფერს. მუშაობ საყვარელ ადგილას, ემსახურები საყვარელ პროფესიას. რასაც სიყვარულით აკეთებ და გსიამოვნებს, ეგ შენი მამოძრავებელი ძალა ხდება, რის გარეშეც არსებობა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, უსიყვარულოდ არცერთი საქმის წამოწყება არ ღირს, რადგან კარგად და პროფესიონალურად ვერასდროს გააკეთებ.

🔶 რა არის თავისუფლება? ჩემთვის თავისუფლება არის, როდესაც ისე ცხოვრობ, რასაც ეს სიტყვა თავის თავში გულისხმობს - იყო შენი თავის უფალი.

🔶 რა არის იუმორი? ის, რის გამოც ღირს ცხოვრება, რაც გაცოცხლებს, გახალისებს.

🔶 რა არის „ჩპს“ შენთვის? წარმატება.

🔶 ნუციკო რით განსხვავდება თაკოსგან? ნუციკო თაკოსგან განსხვავებით ზედმეტად ცნობისმოყვარე და პირდაპირია.

 

@mmovies1_ ნუცია ზვეზდოჩკიევიჩი🧚‍♀️#ფორიუ #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #ჩპს #foryou #viral #fypシ #სერიალი #ჩვენიპირველისერიალი #ქართული #ფორიუზე ♬ Running Up That Hill (A Deal With God) [2018 Remaster] - Kate Bush

 

🔶 რა მოიტანა და რა შეცვალა  „ჩპს-მ“ შენს ცხოვრებაში? სერიალში მონაწილეობამ წარმატება მომიტანა და ამ წარმატებამ შეცვალა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.

 

@eddi_dustin @takobogveli ❤️❤️😍😍#ჩვენიპირველისერიალი #ჩპს #დიეგოდანუციკო #foryou #foryou #foryou #foryou #foryou #foryou #globalpls #დიეგო #puf #fpyシ #rge #ნუციკო ♬ original sound - tetriseli>💟😩

 

🔶რა არის თეატრი? სიმშვიდე.

🔶 სცენაზე გასვლის წინ... ძალიან ვნერვიულობ... მაგ დროს საუბარი და ადამიანებთან კომუნიკაცია არ შემიძლია.

🔶 ემოცია სპექტაკლის ბოლოს მაყურებლის რეაქციაზე... როცა შენი სცენის შემდეგ არის ტაში ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. სპექტაკლის ბოლოს ოვაციები ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ როცა შუა სპექტაკლის დროს, შენი სცენის მერე გიკრავენ ტაშს, ეს ყველაზე ძვირფასი გრძნობაა.

🔶 საყვარელი იუმორისტი... ნიკა გრიგოლია.

🔶წინა სტუმრის შოთო სიხარულიძს კითხვა: საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი? რადგან ობობების ყველაზე მეტად მეშინია, ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც დიდი ობობები არ იარსებებდნენ.

🔶 თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენ შემდეგ სტუმარს... რა არის მისი ცხოვრების ფრაზა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა არ უნდა აკლდეს ქელეხის სუფრას, რამ შეცვალა და რაზე ოცნებებს ცნობილი ტიკტოკერი - ბლიცინტერვიუ დათუნა ტატულაშვილთან

🔵„ჩემთვის ღმერთი შეგრძნებები არის...“ - რას ნანობს, რა ისწავლა მშობლებისგან და ვინ იქნებოდა, რომ არა მსახიობი - ჯანო იზორიას ბლიცინტერვიუ

🔵„შემიძლია შევაკავო ის ურჩხული, რომელიც ჩემში ზის“ - რა ახსენდება, როდესაც ღამდება, რას ფიქრობს დეპრესიაზე და რას ნანობს? - გიორგი ცაავას ბლიცინტერვიუ

🔵შემთხვევა რომელმაც შეცვალა, ბავშვობის ოცნება, საუკეთესო გულშემატკივარი და ცხოვრება „ღამის შოუმდე“ - ჯიმი აბესაძის ბლიცინტერვიუ

🔵„ჩვენც გევიმართებით“... ტანჯულა ჩემი ცხოვრების ნაწილია...“ ბავშვობის ოცნება, სინანული და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა... - ბლიცინტერვიუ „ტოპესთან“