Digest Logo

„შემიძლია შევაკავო ის ურჩხული, რომელიც ჩემში ზის“ - რა ახსენდება, როდესაც ღამდება, რას ფიქრობს დეპრესიაზე და რას ნანობს? - გიორგი ცაავას ბლიცინტერვიუ

1656679500
გიორგი ცაავა მსახიობი

„მეც მიყვარდა, ერთი პატარა გოგო... თავი დაიხრჩო, იმიტომ რომ ცხოველები ვართ. ოთხმა მუტრუკმა გამიუპატიურა. მთელი ღამე ვეძებდი. გამთენიისას წყლის პირას ვიპოვე, ქვებში იყო გაჭედილი... თეთრი კაბა ეცვა, კნიაზ. იცი რა ლამაზი იყო?! მკვდარიც კი ლამაზი იყო, კნიაზ! სამი ვიპოვე, შენ მეოთხე ხარ...“ - იტყვის სერიალ „ტიფლისში“ ტყეში გავარდნილი ყაჩაღი ქიარიმა, რომლის როლსაც მსახიობი - გიორგი ცაავა ასრულებს.

გიორგი თეატრისა და კინოს მსახიობია, არაპროფესიონალი მუსიკოსი და ენერგეტიკოსი. 

მსახიობის ყველაზე გამორჩეული როლი ქიარიმას პერსონაჟია. ქიარიმა გამორჩეულია თავისი დიალექტით, გულუბრყვილობითა და იუმორით. ამიტომ, ისე როგორც სერიალმა, ასევე მსახიობის შესრულებამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს სერიალი „ქერჩი – დაკარგული გმირებიც“, სადაც გიორგი კაპიტანი გრიგორი მალკოვიჩის როლს თამაშობს.

დღეს „დაიჯესტი“ სწორედ მის ბლიცინტერვიუს შემოგთავაზებთ.

🔳 მშობლისგან მთავარი რა გისწავლიათ? სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, გაფრთხილება, ყურადღება.

🔳 რას ნანობთ? ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ რომ ინანო რისი მომიტანია. რაც მოხდა იმას ვერ დააბრუნებ. შესაბამისად, არ უნდა ინერვიულო. ხდება ისეთი რაღაცები რაც ხდება, აკეთებ და იმ დროისთვის სწორი გგონია, ან აფექტში ხარ. მერე რომ ვუფიქრდები სხვანაირად აღვიქვამ. ემოციური ვარ და დღემდე ვმუშაობ საკუთარ თავთან, რომ თავი შევიკავო. ახლა უფრო წინ წავიწიე, რადგან შემიძლია შევაკავო ის ურჩხული, რომელიც ჩემში ზის და არ გამოვუშვა. თუ გამოვუშვი, ძალიან ცუდი რამეები ხდება და მერე ვნანობ. 

🔳 რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდით? ერთხელ ხუმრობით ვთქვი, დურგალი-თქო. არ ვიცი, არ მიფიქრია...

🔳 კინო რა არის? კინო ჩემი სამყაროა. 

🔳 ხელოვნებას რა ფერი აქვს?  მრავალფერი. ძალიან ფერადია. ძირითადად ცისფერი, ეს ფერი მიყვარს...

🔳 ნეტავი იქ თეატრი არის? კი არის. 

🔳 არსებობს დიდი და პატარა როლები? არ არსებობს. ყველა როლი  მნიშვნელოვანია. მე 30 წელია კინოში ვარ და უარი არ მითქვამს არცერთ შეთავაზებაზე, არცერთ როლზე. ყოველი როლი არის წინ სვლა, ახალი გამოწვევა, ახალი ისტორია.

🔳 როცა ღამდება რა გახსენდებათ? როცა ღამდება ძალიან მეძინება და თუ სახლში არ ვარ ლოგინი მახსენდება, მუსიკაც, ბალიშიც.

🔳 როგორი ქალაქია თბილისი? ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ცოცხალი, კეთილი და ფერადი.

🔳 რამე აკლია თბილისს? თბილისს არაფერი აკლია, ჩვენ გვაკლია თბილისი.

🔳 რისთვის ღირს ცხოვრება? მეგობრებისთვის, შვილებისთვის, შენთვის პირველ რიგში, რომ აკეთო მეტი სიკეთე, რომ გაუფრთხილდე ყოველ ნაბიჯს და ადამიანს გული არ ატკინო. 

🔳 ღმერთი როგორია? ღმერთი სიყვარულია. სულ რაღაც წინააღმდეგობებს ვეჯახები და მადლობელი ვარ უფლის, რომ მიგზავნის ამ სირთულეებს, რადგან არ დავეცე, ვიბრძოლო. ის ყოველთვის მაძლევს ამ ბრძოლაში გამარჯვების შანსს.

🔳 ღმერთს ჰყავს ვინმე ისეთი, ვისაც დარდებს გაუზიარებს? არ ვიცი, არ მიფიქრია. ალბათ, წმინდა გიორგი ეყოლება გვერდში.

🔳 რა არის დეპრესია.... ნევროზისა და დეპრესიის არ მჯერა, ჩვენ თვითონ ვქმნით მათ. გონებაშია ეგ, გონებას თუ გათიშავ დეპრესია არ გექნება. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ყოველი წამი უნდა გამოიყენო, ისე როგორც ბოლო წამი და არანაირი დეპრესია არ გექნება. როგორც შემოგიტევს რაღაცები უნდა გათიშო, მეც მქონია და ვცდილობ არ ავყვე, ვთიშავ ხოლმე, ვბლოკავ მაგ ფიქრებს და არ მაქვს დეპრესია, ნევროზი, არ მწამს ამის და ასეც ხდება.

🔳 წინა რესპონდენტმა იუმორისტმა - ჯიმი აბესაძემ ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: ლატარიის ბილეთში მილიონი რომ მოიგოს, რამდენს მაჩუქებს? ზოგადად 50-50-ზეა, ამიტომ ნახევარს ვაჩუქებდი.

🔳 თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? როცა იღვიძებს რას ფიქრობს, პირველი რა მოსდის თავში?

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵18-წლიანი ნაცნობობა, რაჭაში მეგობრობით დაწყებული სიყვარული და ზურა ქაფიანიძის ხელდასხმული ურთიერთობა - ბექნუ ქაფიანიძის ამბავი სიყვარულისა

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა