Digest Logo

„ჩემთვის ღმერთი შეგრძნებები არის...“ - რას ნანობს, რა ისწავლა მშობლებისგან და ვინ იქნებოდა, რომ არა მსახიობი - ჯანო იზორიას ბლიცინტერვიუ

1655469900
ჯანო იზორია

„ჩვენ თუ სახლში გამოგვკეტეს, ყველას ციხეებში და საფლავებში გამოვკეტავ“, -  იტყვის სერიალ „ტიფლისში“ თავადი - გრიგოლ მიქელაძე, რომლის როლსაც მსახიობი - ჯანო იზორია თამაშობს.

2019 წელს კანადაში მსახიობი Redline International Film Festival-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ფესტივალზე სამ ნომინაციაში გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ იყო წარდგენილი. სამივე პრიზი ამ ფილმმა მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე გახდა. საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი - ჯანო იზორია.

დღეს „დაიჯესტი“ სწორედ მის ბლიცინტერვიუს შემოგთავაზებთ.

🔲 ჯანო როგორც მსახიობი, როგორც მამა, როგორც მეუღლე - რომელი უფრო საინტერესოა თქვენთვის? ჩემთვის საინტერესო პროფესიაა. დანარჩენი ცხოვრებაა, ცხოვრების ნაწილი. ისინი ჩემი შემადგენელი ნაწილია და პროფესია, ეს არის ის, რაც მოიპოვე, ცხოვრებამ მიგიყვანა იქამდე და აგარჩევინა. პროფესია ისეთი მაქვს შემიძლია მეუღლეც ვიყო, ექიმიც, მამაძაღლიც, შვილიც, ბაბუაც. 

🔲 მშობლისგან მთავარი რა გისწავლიათ? პატიოსნება, ერთგულება. ჩემი მშობლები აფხაზეთში გადადიან- გადმოდიან და ამაზე მეტი მაგარი რა უნდა ვისწავლო. სახლ-კარს არ ტოვებენ, ჩადიან უვლიან. ყველაფერი კარგი რაც არის მათგან ვსწავლობ. ის რაღაც შეცდომები, რაც დაუშვიათ და ვაცნობიერებ, იქიდანაც ვსწავლობ.

🔲 რას ნანობთ? ვნანობ, რომ ბევრი წიგნი არ წავიკითხე. არ არის გვიანიო ამბობენ, მაგრამ მაინც ძალიან ვნანობ.

🔲 რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდით? მაინც ხელოვნებასთან ახლოს ვიქნებოდი. ამ პროფესიის გარდა ვერ წარმომიდგენია სხვა რამ. მაგრამ, ალბათ, არქიტექტორი ვიქნებოდი. ისეთი კი არა ვიღაცის დაკვეთით რომ ასრულებს რამეს, უგემოვნო რომ არის და მაინც უნდა გააკეთოს, უფრო შემოქმედებითი არქიტექტორი ვიქნებოდი.

🔲 კინო თუ თეატრი? ეს იგივეა მკითხო, რომელი უფრო გიყვარს დედიკო თუ  მამიკოო. მე ორივე ძალიან მიყვარს. ჩემთვის უმაგრესი პროცესია. თეატრს აქვს აი, ისეთი პროცესი, რომ სიამოვნება დიდხანს გიგრძელდება და კინოში კიდევ ეგ სიამოვნება უცებ უნდა მიიღო და უცებ მთავრდება.

🔲 ნეტავი იქ თეატრი არის? იქ საერთოდ მთლიანად თეატრია. იქ ბებიაჩემიც, ბაბუაც, მამიდაჩემიც თეატრის ნაწილები იქნებიან. 

🔲 არსებობს დიდი და პატარა როლები? არა, ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ანალოგად მსახიობი - სესილია თაყაიშვილი მოჰყავთ, რომელიც ფილმ „დათა თუთაშხიაში“ - ასინეთას როლს ასრულებს. არის ისეც, რომ ადამიანებს სცენაზე ერთი გავლა ჰქონიათ და იმ გავლაზე გიჟდებოდა მაყურებელი.

🔲 ხელოვნებას რა ფერი აქვს? ხელოვნებას აქვს ზღვის ფერი. ოღონდ ზღვაში ლურჯს და კამკამას არ ვგულისხმობ, აი, როგორც შეუძლია ფერების შეცვლა ღელვის დროს დამშვიდებისას - ეგ ფერი აქვს.

🔲 რა ფერი აქვს თბილისს? თუ რამე საუკეთესო ფერი არსებობს, ჭრელი ეგ ელფერი აქვს - ყველა ფერი.

🔲 როგორი ქალაქია თბილისი? ნამდვილ თბილისელს არასდროს აღიზიანებს ჩამოსულის ინდივიდუალიზმი. მე ვინც მყავს თბილისელები, ვგიჟდები მათზე. არ ვარ მკვიდრი, ზღვისპირეთიდან მოსული მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ - ამიტომ მიყვარს ისინი.

🔲 სიკვდილის მერე ცხოვრების გჯერათ? კი, მჯერა, სიკვდილის მერე მარადისობის. 

🔲 როგორია ღმერთი? ჩემთვის ღმერთია მარტო რომ შეგიძლია ესაუბრო და დიალოგი გქონდეს. არაფერში გზღუდავს და თამამად ელაპარაკები. მქონია ისეთი დიალოგი, როდესაც ჩვეულებრივი სიტყვებით მითქვამს ან მიჩურჩულია ან არც მიჩურჩულია და ისე გონებაში მითქვამს. ნიკო გომელაურის არ იყოს „თქვენ აქ მიხედეთ და მე თვითონ ღმერთთან მოვგვარდები იქ რამენაირადო“...  ჩემთვის ღმერთი შეგრძნებები არის. ახლა ჭიათურაში ვარ, მოღრუბლულია და აქ ვგრძნობ ღმერთს. ამ სიამოვნებით, სევდით, აღფრთოვანებით. ეს როცა გაკეთილშობილებს და უკეთესს გხდის მაშინ გრძნობ ღმერთს.

🔲 წინა რესპონდენტმა ბაბი კიკრკიტაძემ ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: იცის თუ არა, რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიზანი? ჩემი მიზანი ნამდვილად არის მსახიობობა. ამას ჩასაფრება უნდა, დაკვირვება, რომ მიზანს მიაღწიო... ხშირად მიზანში ვერ არტყამ. აი, სნაიპერის პროფესია ზუსტად ეგაა. მთელი დღეები, კვირები უნდა იყოს ჩასაფრებული, რომ საბოლოო გასროლა მოახდინოს. ამიტომ, მიზანი ეს პროცესია და ამ მიზანს რომ მიაღწევ და იტყვი მიზანს მივაღწიე-ო მაშინ შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი. მე მინდა რომ ეს მიზნის აღება, ამ პროფესიაში დიდხანს გაგრძელდეს და გასროლა არ გავაკეთო მანამ, სანამ ვიქნები და ვიარსებებ.

🔲 თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? რამდენად აუცილებელია ადამიანის მიწასთან შეხება, მიწას ვგულისხმობ ბუნებასთან, სოფელში, რაიონში ყოფნას...

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵18-წლიანი ნაცნობობა, რაჭაში მეგობრობით დაწყებული სიყვარული და ზურა ქაფიანიძის ხელდასხმული ურთიერთობა - ბექნუ ქაფიანიძის ამბავი სიყვარულისა

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა