
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს, ამჯერად იგი ახალი კორონავირუსის HKU5-CoV-2 შესახებ საჯაროდ წერს:
„ახალი ღამურების კორონავირუსი HKU5-CoV-2 და მისი პოტენციური რისკები ადამიანებისთვის:
HKU5-CoV-2 არის ახალი კორონავირუსი, რომელიც აღმოჩენილია ღამურებში. ახალი კვლევის მიხედვით, მას შეუძლია ადამიანის უჯრედებში შეღწევა იმავე ACE2 რეცეპტორის მეშვეობით, როგორც SARS-CoV-2, რომელმაც COVID-19 პანდემია გამოიწვია.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
• ღამურებიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი: HKU5-CoV-2 იყენებს იმავე უჯრედულ მექანიზმს, რასაც COVID-19, რაც აჩენს შესაძლო გადაცემის საფრთხეს.
• მსგავსება MERS-CoV-თან: ვირუსი მიეკუთვნება იმავე ოჯახს, როგორც MERS-CoV, რომელსაც გააჩნია მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.
• შემდგომი კვლევების საჭიროება: მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლევები და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, რათა შეფასდეს, შეუძლია თუ არა ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა.
პოტენციური რისკები და რეკომენდაციები:
• ვირუსის შემდგომი ევოლუცია და ადაპტაცია ადამიანის ორგანიზმზე უნდა გაკონტროლდეს.
• ბიოუსაფრთხოების ზომები და დაავადებების მონიტორინგის გაძლიერება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური ეპიდემიური და პანდემიური სცენარები.
• გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობა აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს რეაგირება.
ახალი კორონავირუსების აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მუდმივი მონიტორინგი და კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. HKU5-CoV-2-ს აქვს ადამიანის უჯრედებში შეღწევის უნარი, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა და პრევენციული ზომების გაძლიერება.
არ უნდა დაველოდოთ მორიგ პანდემიას – საჭიროა წინმსწრები ნაბიჯების გადადგმა, რათა დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ?
ზოონოზური დაავადებები (ცხოველებიდან ადამიანებზე გადამდები) მუდმივი საფრთხეა, რაც მოითხოვს მუდმივ მონიტორინგსა და პრევენციას.
ღამურები მრავალი კორონავირუსის ბუნებრივი რეზერვუარია, რაც მათ კვლევის მნიშვნელოვან ობიექტად აქცევს.
მეცნიერება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა ერთად უნდა მუშაობდნენ, რათა შემცირდეს ახალი ვირუსების გავრცელების რისკი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის მარტი განსაკუთრებით წარმატებული იქნება