Digest Logo

„კოვიდის წინა ტალღებზე უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა“ - მარინა ენდელაძე

1634715652
ენდელაძე მარინა

ინფექციონისტ, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში უკვე მეხუთე ტალღა დაიწყო. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წინა ტალღებთან შედარებით, ახლა ძალიან მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 670 552 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 616 937, გარდაიცვალა 9 546 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრა-ზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „პფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თუ დილით ადრე ადგომა თქვენთვის ტანჯვასთანაა დაკავშირებული მაშინ, ეს სტატია უნდა წაიკითხოთ

🔵„მოერიდეთ ყვირილს, უცენზურო სიტყვებს და წყევლას“ - დღის რჩევა

🔵„არსებობს მამრების კატეგორია, რომელიც თვლიან, რომ ბასილაშვილმა თამაში პირადად მე მომიგო“ - ბაია პატარაია

🔵დღეს ლიზა იასკოს დაბადების დღეა - რადას დეპუტატი ახალ ფოტოებს აქვეყნებს